x
მეტი
  • 15.11.2019
  • სტატია:96580
  • ვიდეო:343680
  • სურათი:458451
ვის გაუმართლებს ამ თვეში? - 8 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ხის სტიქიის ძაღლის პერიოდი დგება
image
სოციალურ ქსელში ერთ - ერთი ასტროლოგიური ფეიჯი "ლაქშმის გვერდი" მომდევნო თვის პროგნოზზე წერს და იმ დღეებს ასახელებს, რომელბიც სიკეთის მომტანი იქნება.


ფეიჯზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეინახეთ, ჩაინიშნეთ თქვენს დღიურებსა თუ კალენდრებში თარიღები, რომელბიც ქვემოთაა მოყვანილი, რათა სწორად დაგეგმოთ მთელი თვე!


"8 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ხის სტიქიის ძაღლის პერიოდი დგება.

ეს თვე საკმაოდ ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია წლის ენერგიებთან.ინური მიწის "ღრუტუნა" და იანური ხის ძაღლი მშვენიერ "იდილიურ" კავშირში არიან ერთმანეთთან..ამიტომ, საკმაოდ კეთილგანწყობილი, რბილი და მზრუნველობით აღსავსე თვე გველის წინ. მართალია ცოტა არ იყოს სიზარმაცე შემოგვიტევს ამ კომფორტის ფონზე, ამიტომ ყველანაირად უნდა გავაქტიურდეთ და მაქსიმალურად მოძრავნი გავხდეთ, რადგან დიდია წონაში მატების ალბათობაც...ღრუტუნასთან ჰარმონიულად აბა სხვანაირად როგორ გამოვიდოდა?


ვის გაუმართლა ამ თვეში?

"ღრუტუნებისთვის" ძაღლი გახლავთ სიმბოლური ვარსკვლავი - "ზეციური მკურნალი", შესაბამისად მისასალმებელია ყველანაირი სამედიცინო პროცედურები, ექიმთან ვიზიტები და მანიპულაციები ჩაინიშნოს ამ პერიოდში.

გველის წელს დაბადებულთათვის ძაღლი - "სიყვარულის ჯადოქარია" ასე, რომ ეს არაჩვეულებრივი ვარსკვლავი მათ მოუტანს სიყვარულს, მომხიბვლელობასა და რომანტიკას.

ვეფხვის 寅, ცხენისა 午 და თავად ძაღლისთვის戌 ოქტომბრის თვეში აქტიურდება "ხელოვნების ვარსკვლავი" - ჩემი რჩევაა მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს პერიოდი შემოქმედებითი კუთხით, ახალი იდეები, პროექტები, ნამუშევრები მისასალმებელი და წარმატებული იქნება თქვენთვის ამ თვეში.

როგორც მეტაფიზიკის მოყვარულებმა ვიცით,

ძაღლის საპირისპირო, ოპოზიციური ნიშანია - დრაკონი.

ამიტომ, დრაკონებს ვთხოვ მაქსიმალური სიმშვიდით და გონივრულად გაატარონ ოქტომბერი, რომელიც შესაძლოა საკმაოდ რთულ თვედ მოეჩვენოთ..გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მინიმუმამდე დაიყვანეთ ყველა სახის რისკი ოქტომბრის თვის განმავლობაში.

დანარჩენი თარიღები ოქტომბრისა კი შემდეგნაირია:

შეინახეთ, ჩაინიშნეთ თქვენს დღიურებსა თუ კალენდრებში ეს თარიღები, რათა სწორად დაგეგმოთ მთელი თვე!

8, 12, 14, 24 ოქტომბერი და 5, 7 ნოემბერი - ყველაზე წარმატებული და პოზიტიური ენერგიებით სავსე დღეებია.კარგია ნებისმიერი საქმისთვის, რომლისგანაც მოველით დადებით შედეგებს.თითქმის ყველა ტიპის საქმეში წარმატების დიდი შანსია.გამონაკლისია სასამართლო დავის დაწყება და სერიოზული ოპერაციები.

7, 8, 20 და 21 ოქტომბერი - გრძელვადიანი პროექტები, ქორწინება, სამსახურის დაწყება, ურთიერთობების დაწყება კარგია. თუმცა ნუ აიღებთ კრედიტებს!

12, 14, 16, 24, 28 ოქტომბერი და 5, 7 ნოემბერი ყველაზე სასიკეთო დღეებია სტარტისთვის - ნებისმიერი საქმე დაწყებული ასეთ დღეებში პროგნოზირებს წარმატებას.

გამონაკლისია ფუნდამენტის გათხრა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის საქმიანობა.

18 და 30 ოქტომბერი - დაკავდით ისეთი საქმეებით, რომელთა "გამრავლება-გაბევრება" გსურთ ცხოვრებაში..ნუ ისესხებთ!კარგი დღეებია მოლაპარაკებებისთვის, შერიგება-მორიგებებისთვის.კარგია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის, მაგრამ არა იურიდიული საქმიქნობისთვის.

13, 25 ოქტომბერი და 6 ნოემბერი - გამოიყენეთ ეს დღეები თუ გჭირდებათ ითხოვოთ რაიმე სახის დახმარება ზემდგომებთან, გავლენიან ადამიანებთან.ასევე კარგია თანამდებობის დასაკავებლად.

17 და 29 ოქტომბერი - ძალიან კარგია მავნე ჩვევების, ყველაფერი დრომოჭმულის და ხელისშემშლელის მოსაცილებლად.დიეტის დასაწყებად.

7, 8, 17, 29 ოქტომბერი და 1, 2 ნოემბერი - მისაღებია ექიმთან ვიზიტისათვის, სამედიცინო პროცედურებისთვის და მკურნალობის დასაწყებად.

არასასიკეთო დღეები - 9, 20, 21 ოქტომბერი. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს, რადგან მოსალოდნელია შეფერხებები, სირთულეები და უსიამოვნებები.

ავადმყოფობის დღეები - 15, 22, 27 ოქტომბერი და 3 ნოემბერი - არ არის რეკომენდირებული ავადმყოფთა მონახულება და სერიოზული ოპერაციებისა დანიშვნა.

11, 15, 17, 22, 23, 27 ოქტომბერი და 3, 4 ნოემბერი - არ არის სასურველი არანაირი ახალია საქმიანობის წამოწყებისთვის, მნიშვნელოვანი საქმეებისთვის და ურთიერთობების გარკვევისთვის.

26 და 28 დღეები სიმდიდრის გარეშეა!

"მიწიერი სასჯელის" - შესახებ ინფორმაცია უკვე დევს ჯგუფში და გირჩევთ გაეცნოთ მას.

31 ოქტომბრიდან პლანეტა მერკური დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას და მხოლოდ 20 ნოემბერს დაუბრუნდება დირექტულ სვლას.

ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია "


0
424
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0