x
გაუპატიურების მცდელობაში დადანაშაულებული დეპუტატის მეგობარმა თოდაძის დედას მორიგება შესთავაზა
image


თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადებით, მის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა. მისი თქმით, მორიგების მიზანი თოდაძეზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის მათი მხრიდან უარყოფა იყო, რათა შემდგომში ამ მიმართულებით გამოძიება აღარ წარმართულიყო.


თამთა თოდაძის დედის, ხათუნა ოქროპირიძის თქმით, პირი, რომელიც დეპუტატის სახელით მათ მოლაპარაკებას სთავაზობდა მათივე მეზობელი, მამუკა ოქროპირიძეა.


თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საკრებულოს წევრმა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა, უარის მიღების შემდეგ კი გაღიზიანდა, მობილური დაუმტვრია. დეპუტატის ყოფილ თანაშემწეს ამ დრომდე ეტყობა სხეულზე დაზიანებების კვალი.



პოლიციაში თამთა თოდაძე დღეს გამოკითხეს. დაკითხვა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სავარაუდო დაზარალებულმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.


მომხდარზე გამოძიება სამი: ფიზიკური ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ნივთის დაზიანების, შესაბამისად 126-ე, 138-ე და 186-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
451
1-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
451
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0