x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სტალინის ბოლო სვლა-სურდა თუ არა ბელადს 1952 წელს გადადგომა?
image


1952 წლის 5 ოქტომბერს მოსკოვში გაიხსნა სკკპ XIX ყრილობა, რომელიც ცხრა დღე გაგრძელდა. მრავალი პარამეტრის თვალსაზრისით, ეს ყრილობა უნიკალური გახდა. ჯერ ერთი, ეს იყო ბოლო ყრილობა სტალინის მონაწილეობით და მის გამოსვლას ხშირად უწოდებენ გენერალური მდივნის პოლიტიკურ ანდერძს.


იოსებ სტალინმა გააკვირვა ყველა, როდესაც პარტიის ხელმძღვანელობას გლობალური ცვლილებები შესთავაზა, ხოლო მისი გადადგომის მცდელობა დღემდე დაბნეულობას იწვევს მკვლევარებში.


შეგახსენებთ, რომ XIX ყრილობა 13 წლის შემდეგ გაიმართა XVIII– ყრილობის შემდეგ და საბჭოთა კავშირის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დაამყარა . არც მანამდე და არც მის შემდეგ არ ყოფილა ასეთი დიდი პაუზა სსრკ-ს პარტიული ყრილობებს შორის.


image

ეს ყრილობა კიდევ ერთი რამით გამოირჩევა, იგი გახდა ერთადერთი, რომლის სრული ოფიციალური ჩანაწერები არ არსებობს.


აქედან გამომდინარე, სტალინის გამოსვლა მხოლოდ თვითმხილველებისგანაა ცნობილი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეები ერთმანეთთან კავშირში არ იყვნენ და ამავე დროს, ისინი აღწერდნენ სტალინის გამოსვლას იდენტური სიტყვებით, არსებობს მრავალი მიზეზი, რომ ვენდოთ მათ ჩვენებებს.


პლენუმზე, სტალინი მოულოდნელად წამოდგა და ითხოვა განთავისუფლდეს, როგორც გენერალური მდივნის, ასევე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობისგან, იმ მიზეზის მოშველიებით, რომ ის უკვე ასაკოვანია და მისთვის ძნელია ამდენი შრომა. დამსწრენი მის განცხადებას სამარისებული დუმილით შეეგებნენ.

image

მაგრამ შემდეგ უცებ მალენკოვი წამოხტა და ენერგიულად გააპროტესტა ბელადის ეს გადაწყვეტილება, დანარჩენებმა კი მალენკოვის სიტყვებს მხურვალე ტაშით უპასუხეს. ამის შემდეგ სტალინმა კიდევ ერთხელ სცადა გადაერწმუნებინა კოლეგები და შესთავაზა სხვა ლიდერის არჩევა. თუმცა, მისი წინადადება კვლავ გააპროტესტა რამდენიმე ადამიანმა, რომლებსაც სხვებიც შეუერთდნენ. ამის შემდეგ სტალინმა ხელი ჩაიქნია და ადგილზე დაჯდა.


დღემდე უცნობია, რა იყო ეს. უკვე ხრუშჩოვის დროს, პოპულარული გახდა ვერსია, რომ სტალინმა ამ გზით შეამოწმა თავისი თანამებრძოლების ერთგულება. მაგრამ ეს ძალიან პრიმიტიული ხრიკია კომბინაციების ასეთი დიდოსტატისთვის. სტალინი გადადგა 20-იანი წლების შუა ხანებშიც, მაგრამ მაშინ ეს იყო მოწინააღმდეგეების მიმართ მიმართული პოლიტიკური ბრძოლის ელემენტი. 1952 წლისთვის დიდი ხანია მას კონკურენტები და მეტოქეები აღარ ჰყავდა.

image

მართლა სურდა სტალინს გადადგომა? არ არის გამორიცხული, რომ ეს ჟესტი სარიტუალო ხასიათის იყო, მიმართული შეშფოთებული ამხანაგების დასამშვიდებლად, რომელიც ყრილობაზე განხორციელებული ცვლილებების სიმრავლით იყო გამოწვეული, ასევე მოლოტოვის და მიქოიანის დამანგრეველი კრიტიკით, რა დროსაც სერიოზულად დაფიქრდნენ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე. ამ ჟესტით, სტალინმა მიანიშნა, რომ სანერვიულო აღარაფერი აქვთ, ახლა ის საერთოდ აღარ ფიქრობს ძალაუფლებაზე და აღარ მოაწყობს რეპრესიებს.



ან იქნებ მართლა სურდა გადადგომა?


0
936
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
936
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0