x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნიკა მელია: ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?
image



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. მისი თქმით, მმართველი პარტიის წევრები და დეპუტატები ერთის მხრივ მამუკა ხაზარაძეს მის მიერ მაია ცქიტიშვილისადმი გაკეთებული განცხადებების გამო სექსიზმსა და ქალთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ, ხოლო მეორეს მხრივ ილია ჯიშკარიანის მიმართ, რომელსაც საკუთარი თანაშემწე ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, იმის მეათედი ხმაურიც არავის აუტეხავს და ყველა დუმს.


„ქართულ ოცნებას კვირაში ცხრა პარასკევი და ალბათ 29 სტანდარტი აქვს.


ხაზარაძე კინაღამ ხაჭაპურივით გამოაცხვეს იმ განცხადების გამო - დაადანაშაულეს სექსიზმში, ქალთა უფლებების დარღვევაში და ა.შ. და რა ხდება ახლა? ქოცმა დეპუტატმა საკუთარი თანაშემწის გაუპატიურება სცადა, მასზე ფიზიკურად იძალადა, ქალი შველას ითხოვს, სამართალს ეძებს და იმის მეათედი ხმაურიც არაა, რაც ხაჭაპურზე იყო!



გოდებდა ყველა - დაწყებული ქოცი მინისტრებიდან, დეპუტატებიდან, დამთავრებული რიგითი აქტივისტებით და მოხალისე მხარდამჭერებით! ნიუს ნიუსზე აცხობდნენ ხელისუფელების მიერ ნაკვები სააგენტოები და ფეიჯები. ახლა? არავისგან ჩამი-ჩუმი! პასუხი ერთი - დაველოდოთ გამოძიებას.


ის ვინც შენიშვნას იმსახურებს არაკორექტული განცხადების გამო, ანათემას გადასცა ქოც-საზოგადოებამ - ბულინგის მასტერკლასი ჩაუტარა და ის ვინც დასჯას და ციხეში გამომწყვდევას იმსახურებს, არც დაუკითხავს ხელისუფლებას! მის მხარდამჭერებს კი არც გაუკიცხავთ!


ხაჭაპურის ცხობა შეურაცხმყოფელია და გაუპატიურება - პატივსაცემი?“ - წერს ნიკა მელია.

0
336
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0