x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა
image


დღეს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა. ის მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს პრიზის სახით 10 ათასი ლარი გადაეცემა.


გიორგი ჭაუჭიძესთან ერთად ჯილდოს ხუთეულში იყვნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი, თამარ ადამია;

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი, ნათია კურტანიძე;


ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია მენაბდე; სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი, ქეთევან მერებაშვილი;


გამარჯვებულმა პედაგოგმა განათლების მინისტრს მარნეულის საჯარო სკოლაში ბავშვებისთვის სტადიონის მოწყობა სთხოვა.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, სადაც ეროვნული ჯილდოს მფლობელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა გახდა, 2018 წელს კი, ინგლისური ენის პედაგოგი მანანა კაპეტივაძე.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გაემგზავრება მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ცერემონიაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება.


image

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0