x
image
_K_
რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სიყვარულის შესახებ
imageზღაპრებში ასახული სიყვარული უეკლო ვარდს ჰგავს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ შვილებს, როგორია რეალური სიყვარული. უპირველეს ყოვლისა, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სიყვარული ყოველთვის მბზინავაბრჯრიან რაინდებსა და ბედნიერ დასასრულს არ ნიშნავს. გარდა ამისა, არ უნდა ეგონოთ, რომ უხეშ ადამიანებს, რომლებიც აწვალებენ, სინამდვილეში ისინი მოსწონთ!


სტატიაში გაგაცნობთ მთავარ საკითხებს, რაც შვილებს სიყვარულის შესახებ უნდა ასწავლოთ.








შეურაცხყოფა სიყვარულის გამოხატვის ფორმა არაა.

თუ თქვენი შვილი სახლში ტირილით მოვა და გეტყვით, რომ სხვა ბავშვები ბაღში/სკოლაში აწვალებენ, ნუ უპასუხებთ, რომ მათ ის მოსწონთ და ამას ამიტომ აკეთებენ. შვილს არ უნდა აფიქრებინოთ, რომ შეურაცხყოფა სიყვარულის გამოხატვის ფორმაა.

image








სიყვარული ნიშნავს გაცემას და მიღებას.


ადვილია, შვილის მიმართ გამოხატოთ უზომო სიყვარული და ყურადღება, მაგრამ მას ისიც უნდა ასწავლოთ, რომ ყოველთვის ასე ვერ იქნება. როცა ისინი სხვა ადამიანებისგან იღებენ სიყვარულს, იმასაც უნდა აცნობიერებდნენ, რომ საპასუხო სიყვარულის გაცემაც აუცილებელია.

image








სხვისი სიყვარული იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ნაკლებად უნდა გიყვარდეთ.

თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ როცა ვიღაც შეუყვარდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი შესწიროს და მუხლებზე იბობღოს შეყვარებულის წინაშე. რა თქმა უნდა, კომპრომისი ყველა ურთიერთობაში აუცილებელია, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ სხვისი სიყვარული საკუთარი თავის ნაკლებად სიყვარულს არ მოითხოვს. ბავშვები ამას მშობლების ურთიერთობაზე დაკვირვებით სწავლობენ.

image








სიყვარულში პატივისცემა აუცილებელია.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ სიყვარული პატივისცემის გარეშე არ არსებობს. მათ უნდა გამოიმუშაონ სხვა ადამიანების პატივისცემა და თავადაც ასე მოექცნენ სხვებს. ასევე, მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ იმსახურებენ პატივისცემას, როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი. სიყვარული პატივისცემის გარეშე ტოქსიკურ ურთიერთობას ნიშნავს.

image








საკუთარი თავის შეყვარება სიყვარულის ყველაზე მნიშვნელოვანი სახეა.

პატარებმა უნდა იცოდნენ განსხვავება ეგოიზმსა და საკუთარი თავის სიყვარულს შორის. მაშინ, როცა შვილს ასწავლით, რომ საკუთარი სარგებლის მისაღებად სხვებს არ უნდა გადაუაროს, ისიც უნდა უთხრათ, რომ უყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის. მან უნდა იცოდეს, რომ არ ღირს საკუთარი თავის შეცვლა ვიღაცის გულის მოსაგებად ან რაღაც ტენდენციაზე მოსარგებად.

image








ზოგჯერ სიყვარული სამუდამოდ არ გრძელდება.

რომანტიკულმა კომედიებმა შესაძლოა, ჩვენს მოზარდ შვილებს აფიქრებინოს, რომ სიყვარული სამუდამოდ გრძელდება. სიმართლე კი ისაა, რომ ზოგჯერ გრძნობა ცვდება და არის შემთხვევები, როცა ურთიერთობის დამთავრება სჯობს მის გაგრძელებას. თუმცა, მოზარდებმა ისიც უნდა გააცნობიერონ, რომ "სიყვარულში" გატარებული პერიოდი დროის ფუჭი კარგვა არ ყოფილა და აქედან გაკვეთილი უნდა მიიღონ.

image








სიყვარული რომ დიდ ხანს გაგრძელდეს, ამისთვის ძალისხმევაა საჭირო.

ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისეთი არამყარი და მსხვრევადი რაღაცის შესანარჩუნებლად, როგორიც სიყვარულია, მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. თუ ორივე მხარე მზადაა, ურთიერთობაში მაქსიმალური ჩადოს, მაშინ გრძელვადიანი სიყვარული შესაძლებელია.

image








ისეც შეიძლება მოხდეს, რომ თქვენმა საყვარელმა ადამიანმა იმავე გრძნობით არ გიპასუხოთ.

რა თქმა უნდა, როგორც მშობელი, ცდილობთ, თქვენს შვილს ყველაფერი საუკეთესო მისცეთ. თუმცა, ზოგჯერ ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ის ვერ იღებს იმას, რაც სურდა. ცალმხრივმა სიყვარულმა შესაძლოა, მას გული ატკინოს, მაგრამ უნდა შეძლოს ტოქსიკური გრძნობის გაშვება. ასეთი შემთხვევა თქვენი შვილისთვის ნაკლებად მტანჯველი იქნება, თუ მსგავსი გამოცდილების შესახებ მოლოდინები ექნება და ეცოდინება, რომ თქვენ მხარს უჭერთ.

image








სიყვარულმა უკეთესი ადამიანი უნდა გაგხადოთ.

ბევრი სახის სიყვარული არსებობს და თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ ისეთ სიყვარულს იმსახურებს, რომელიც მას უკეთეს ადამიანად აქცევს. ასწავლეთ მას ამის შესახებ!

image








სიყვარული მხოლოდ ცისარტყელებსა და პეპლებს არ ნიშნავს.

ზღაპრებისა და მულტფილმების საწინააღმდეგოდ, უნდა ვთქვათ, რომ სიყვარული ყოველთვის ლამაზ რაღაცებს არ ნიშნავს. თქვენი შვილი მზად უნდა იყოს სიყვარულის ნაკლებად მიმზიდველი მხარეებთან შესახვედრად, როგორიცაა ნდობის ეჭვქვეშ დაყენება ან პარტნიორთან კამათი. უმეტეს შემთხვევაში, რეალურ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ზღაპრებში აღწერილთან.

image


ეთანხმებით თუ არა, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია ამ ყველაფრის სწავლა? კიდევ რა უნდა იცოდნენ მათ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი♡♡♡


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.




ასევე დაგაინტერესებთ:


1. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე - 10 ცხოვრებისეული რჩევა

image


2. რას გეტყოდათ თქვენი ლეკვი, ლაპარაკი რომ შეეძლოს

image


3. გირჩევთ, ეს 5 ნივთი საფულეში არ შეინახოთ

image

2
422
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
422
  
2019, 16 ოქტომბერი, 12:24
ვიცი რომ ეგოისტი ვარ :(
2019, 15 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2