x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96536
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458411
ეს 12 ფაქტი დაგარწმუნებთ, რომ თქვენი სხეული განსაკუთრებულია
imageადამიანის სხეული ბევრ საიდუმლოს მალავს, რომელთაგან უმრავლესობა ჯერ ახსნილი ან აღმოჩენილიც კი არ არის. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ ბევრ უცნაურ კითხვაზე იპოვა პასუხი და ეს საზოგადოებასაც გაუზიარა.

სტატიაში წარმოგიდგენთ 12 საინტერესო ფაქტს ჩვენს სხეულზე, რომელზეც შეიძლება აქამდე არასდროს გიფიქრიათ.








12. ერთ ადამიანს შეუძლია, მილიონი კოღო გამოკვებოს.

ადამიანის სისხლი საკმარისია 1.2-დან 1.8 მილიონამდე კოღოს გამოსაკვებად. ერთი კოღო ერთი კბენით სისხლის დაახლოებით 0.003მლ-ს სვამს, ამიტომაც ადამიანის სისხლით დასაცლელად ამ პატარა სისხლისმწოველების უზარმაზარი არმია იქნებოდა საჭირო.

image








11. კაცის მკერდსაც შეუძლია რძის გამოყოფო.


ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, აქვს რძის გლანდები, რძის არხები და ძუძუსთავები. გაგიკვირდებათ, მაგრამ კაცის ორგანიზმსაც შეუძლია რძის გამოყოფა. თუმცა, შეიძლება ეს დიდი სტრესით გამოწვეულ ჰორმონალურ დისბალანსზე მიანიშნებდეს.

image








10. ქალს შეუძლია, 40-ზე მეტი ბავშვი გააჩინოს.

გენეტიკის გათვალისწინებით, ზოგ ქალს შეუძლია ათეულობით ბავშვს მისცეს სიცოცხლე. ოფიციალური რეკორდი რუს ქალს ეკუთვნის, რომელმაც, როგორც ამბობენ, მე-18 საუკუნეში 69 ბავშვი გააჩინა.

image








9. ადამიანის მთლიან სხეულზე სახის თმა ყველაზე სწრაფად იზრდება.

თუ კაცებს ჰკითხავთ, გეტყვიან, რომ ყოველდღე უწევთ სახეზე წვერის გაპარსვის ფაქტთან შეჯახება. ამიტომაც დიდი შვებაა, ზოგ ქალს რომ წვერიანი კაცები მოსწონს, არა?

image








8. ქალის თითის ანაბეჭდი კაცის თითის ანაბეჭდისგან 99%-ით განსხვავებულია.

ქალის კანი კაცის კანთან შედარებით 2-ჯერ მეტ ამინომჟავას გამოყოფს, რაც თითებზეც განსხვავებულად ნაწილდება. ამიტომაც არის, რომ მეცნიერებს შეუძლიათ, უბრალოდ დახედონ თითის ანაბეჭდს და გაიგონ ადამიანის სქესი.

image








7. ის, თუ როგორ ვაერთებთ ხელებს, გვეუბნება, ტვინის რომელი ნახევარსფერო ლიდერობს ჩვენში.

თუ ხელების შეერთებისას ზევიდან მარჯვენა ცერა თითი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენში ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ლიდერობს. მარცხენა თითი ზემოდან კი მარცხენა ნახევარსფეროს დომინანტობაზე მიანიშნებს. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია ემოციებსა და წარმოსახვის უნარზე, მარცხენა კი - ანალიტიკურ და ლოგიკურ აზროვნებაზე.

ადამიანების 1% ხელების შეერთებისას ცერა თითებს პარალელურად განათავსებს. მათ ბილატერალურებს ეძახიან. მეცნიერების აზრით, ასეთი ადამიანებისთვის ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად მუშაობს.

image








6. სითხე, რომელიც ცხვირიდან გადმოდის, შეიძლება ტვინიდან მოდიოდეს.

ცხვირიდან გამონადენი შესაძლოა, ტვინის სითხე იყოს. ტვინის სითხე ტვინის გარშემო მდებარეობს და სპეციალურ მემბრანაშია მოთავსებული. ზოგჯერ მან შეიძლება გაჟონოს და ცხვირიდან გამოედინოს.

image








5. ბევრად უფრო უნიკალური ხართ, ვიდრე ფიქრობდით.

თქვენ აბსოლუტურად უნიკალური ხართ და ამას მხოლოდ თითის ანაბეჭდი არ ამტკიცებს. ყურის ფორმა, ისევე როგორც ფორმა და ტექსტურა ყოველ ადამიანს განსხვავებული აქვს. თითის ანაბეჭდისგან განსხვავებით, ყურისა და ენის "ფაქტურა" არასდროს იცვლება.

image








4. ქალები უფრო დიდ ხანს ცხოვრობენ.

ქალის იმუნური სისტემა უკეთ ფუნქციონირებს და მისი უჯრედები უფრო ნელა ბერდება. ამიტომაც არის, რომ უფრო ხშირად ქალები კაცებზე დიდ ხანს ცხოვრობენ და უფრო იშვიათად ავადდებიან.

image








3. ქალის გული უფრო სწრაფად ცემს.

კანადელი მეცნიერების აღმოჩენით, ქალის გული 1.7-დან 2.3 საათამდე უსწრებს კაცის გულისცემას, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ქალის გული წუთში კაცის გულთან შედარებით 10-ჯერ მეტჯერ ცემს.

image








2. ჩვენს ღვიძლს 500-ზე მეტი ფუნქცია აკისრია.

ჩვენი ღვიძლი გამრჯე ფუტკარს ჰგავს - ის უამრავ რამეს აკეთებს, ფილტრავს სისხლს, არეგულირებს გლუკოზას, ამუშავებს ქოლესტერინსა და ვიტამინებს და ა.შ.

image








1. ადამიანები უფრო დამაჯერებლად იტყუებიან, როცა ტუალეტში შესვლა ეჩქარებათ.

როცა ადამიანს შარდის ბუშტი სავსე აქვს, უფრო დამაჯერებლად იტყუება. ტუალეტში შესვლის ძლიერი სურვილი მას შარდის შეკავებაზე კონცენცტრირებულს ხდის და უფრო მარტივად ამბობს ტყუილს. გარდა ამისა, ასეთ შემთხვევაში ცდილობს, ზედმეტი მოძრაობები არ გააკეთოს.

image

ნატალია ტილოსოვას და ლეისან გაბიდულინას ილუსტრაციები


თქვენ რომელმა ფაქტმა გაგაოცათ ყველაზე მეტად? გაგვიზიარეთ♥


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენზე ბევრ რამეს იტყვის

image


2. თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა!

image


3. რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან

image

0
930
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
930
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0