x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიუ-იორკში ფერადკანიანი გოგო ბარიერებზე გადაძვრა და ლომის წინ ცეკვა დაიწყო, ლომი ან მაძღარი იყო ან ქალი არ მოეწონა და არ შეხებია

image ნიუ-იორკის პოლიცია ეძებს ფერადკანიან ახალგაზრდა ქალს, რომელიც ზოოპარკში ბარიერებზე გადაძრომის მერე ლომის პირისპირ აღმოჩნდა, თავიდან ლომი ქალისაკენ გამოემართა, მაგრამ ეტყობა რაღაც არ მოეწონა და გარკვეულ დისტანციაზე გაჩერდა.
ფერადკანიანმა გოგომ კი ცეკვა დაიწყო, თან ხელებს იქნევდა, ლომს კი ისე მიმართავდა თითქოს პატარა ბავშვი ყოფილიყო.
თავიდან ზოოპარკის დამთვალიერებლებს ის ლომის მომვლელი ეგონათ და ქალის მოქმედებას ოვაციით შეხვდნენ, "მიგიხვდით ოინსო", თუმცა როცა ზოოპარკის უკიდურესად შეშფოთებული თანამშრომლების სახეები დაინახეს, მიხვდნენ ძალიან მძიმე და სახიფათო ვითარების უნებლიე მოწმეები რომ გახდნენ.
ზოოპარკის თანამშრომლების ძალისხმევით, ფერადკანიანი ქალი ისე გამოიყვანეს ღია ვოლიერიდან, საბედნიეროდ მასზე ლომის თავდასხმა არ მომხდარა.
ფერადკანიანი ქალის დაკავება ბუნებრივია ზოოპარკის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს არ შეეძლოთ და ქალმა დატოვა ზოოპარკის ტერიტორია.
მომხდარზე ინფორმაცია გადაეცა ნიუ-იორკის პოლიციას, ქალი იძებნება.
ზოოპარკის დამთვალიერებლების მიერ "ინსტაგრამზე" ატვირთული ვიდეო რამდენიმე საათში გახდა პოპლარული და ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელებში.

0
212
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
212