x
image
ელენე გუმა
მიხეილ სააკაშვილი ვანო ჯავახიშვილზე - "მომწონს თუ როგორ ხუმრობს, მათ შორის ჩემზე"

image
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში იუმორისტ ვანო ჯავახიშვილზე პოსტს აქვეყნებს.


როგორც სააკაშვილი წერს, ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და თუ ვინმეს არ მოეწონა, ამ არმოწონების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერების დასაცინად, ან მათზე ზემოდან საყურებლად ყოვლად უღირსი საქციელია.


"ვანო ჯავახიშვილი ძალიან მაგარია და მე ძალიან მომწონს თუ როგორ ხუმრობს, მათ შორის ჩემზე. ნუ ყველას თავისი გემოვნება აქვს და თუ ვინმეს არ მოეწონა, ამ არმოწონების გამოყენება ნაციონალური მოძრაობის ერთგული მხარდამჭერების დასაცინად ან მათზე ზემოდან საყურებლად ყოვლად უღირსი საქციელია. პირველ რიგში ამ ხალხის თავდადებაზე, პატრიოტიზმზე და იდეალიზმზე დგას ნაციონალური მოძრაობაც და ქვეყანაც, ამდენი წელია ისინი განიცდიან შევიწროვებას, დამცირებას, რეპრესიებს და არავისი დასაცინი ნამდვილად არაფერი სჭირთ. მათი გამოცხადება ბელადომანებად და ბნელებად მხოლოდ ამ გამომცხადებლების პირად კომპლექსებზე და არცთუ დიდ ინტელექტზე მეტყველებს. საქმეს მიხედეთ, საქმეს! საქართველოში უნდა გათენდეს!"- წერს სააკაშვილი.


0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0