x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344096
  • სურათი:459229
10 მსახიობი, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ
imageსაყვარელი ფილმების, როგორიცაა "ვარსკვლავური ომები", "ჯეიმს ბონდი" ან "ჯეისონ ბორნის" ტრილოგიის ყურებისას, მაყურებელს წარმოდგენა არ აქვს, რომ ფილმში გადაღებებისას მსახიობებს სძულდათ პერსონაჟები, რომელთა როლებსაც ასრულებდნენ. ამის განსხვავებული მიზეზები არსებობს: ზოგი მსახიობები ზედმეტად მიენდო თავის აგენტს, ზოგმა კი როლი მხოლოდ ფულის გამოსამუშავებლად და პოპულარობის მოსაპოვებლად ითამაშა.


სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ცნობილ მსახიობს, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ.








1. ჰარისონ ფორდი - "ვარსკვლავური ომები"

იმ ორი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟიდან, რომელთა როლიც ჰარისონ ფორდიმ შეასრულა, მას ინდიანა ჯონსი ურჩევნია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მსახიობი დიდი სიმპათიით არაა გამსჭვალული ჰან სოლოს პერსონაჟის მიმართ, რომელმაც ის ცნობილი გახადა. მსახიობი ფიქრობს, რომ ჰან სოლო სულელია და ამასთანავე, მეორეხარისხოვანი პერსონაჟია.

"ვარსკვლავური ომების" მე-5 ეპიზოდ The Empire Strikes Back-ის გადაღების შემდეგ მსახიობმა გეროგ ლუკასს სთხოვა, მოეკლა ჰან სოლო, რაც სერიალის მე-7 ეპიზოდში ახდა კიდეც. მე-6 ეპიზოდის Return of the Jedi გადაღებისას ჰარისონ ფორდიმ აღნიშნა, რომ მზად იყო, გმირის კოსტუმი კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ მოერგო.


image








2. მეთ დეიმონი - "ბორნის ულტიმატუმი"

მეთ დეიმონმა ნამდვილად კარგად ითამაშა ბორნის ტრილოგიაში, მაგრამ "ბორნის ულტიმატუმით" თავად დიდად არ უსიამოვნია. მსახიობი ფიქრობს, რომ სცენარისტი ტონი გილროი არის პასუხისმგებელი ბოლო ფილმის დაბალ ხარისხზე. მისი თქმით, ფილმი "გაურკვეველი, საშინელი და სამარცხვინოა; ამასთანავე, საფრთხეს უქმინს მსახიობის კარიერას".

ფილმის IMDb რეიტინგი - 8

image








3. ჰოლი ბერი - "ქალი-კატა"

გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ ჰოლი ბერის ქალი-კატას როლში, თუმცა, ფილმის გამოსვლის შემდეგ, ისინი იმედგაცრუებულები დარჩნენ. ყველაფრის მიუხედავად, ჰოლი ბერი ძლიერი დარჩა და როცა როლისთვის ოქროს ჟოლოს ჯილდო მიიღო, განაცხადა: "მადლობას ვუხდი Warner Bros.-ს, რათა საშუალება მომცა, ამ საშინელ ფილმში მეთამაშა. სწორედ ეს სჭირდებოდა ჩემს კარიერას: დიდების მწვერვალიდან ფსკერზე დაშვება".

ფილმის IMDb რეიტინგი - 3.3

image








4. ჯორჯ კლუნი - "ბეტმენი და რობინი"

სუპერვარსკვლავ ჯორჯ კლუნისაც კი არ მოსწონს თავისი შესრულებული ყველა როლი და ბოდიშსაც იხდის ბეტმენის პერსონაჟისთვის. მსახიობი ფიქრობს, რომ ისტორიაში ყველაზე ცუდი ბეტმენი იყო და მას კრიტიკოსებიც ეთანხმებიან. "ერთ მომენტში ვიფიქრე, რომ ეს როლი ჩემს კარიერას წაადგებოდა, თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა", - განაცხადა მან. ამ ფილმში მარცხმა ჯორჯ კლუნი მიახვედრა, რომ შემდეგში უკეთეს როლებს დათანხმებულიყო, რის გამოც მომავალში რამდენიმე ოსკარის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

ფილმის IMDb რეიტინგი: 3.7

image








5. სარა ჯესიკა პარკერი - "სექსი დიდ ქალაქში 2"

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში გამოჩნდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიც პენელოპა კრუზი, მაილი საირუსი, ჰეიდი კლუმი და ლიზა მინელი იყვნენ, კრიტიკოსებმა და ფანებმა ფილმი ცუდად შეაფასეს. სარა ჯესიკა პარკერმა თქვა: "გადაღებების დროს არ ყოფილა ერთი დღეც კი, როცა ფილმში თამაში მინდოდა. ვხედავდი, როგორ ვიძირებოდით, მაგრამ ისიც მესმოდა, რამდენი ფული მოჰქონდა ამ ფილმს ჩვენთვის".

ფილმის IMDb რეიტინგი - 4.4

image








6. რობერტ პატინსონი - "ბინდი"

რობერტ პატინსონს არ მოსწონდა "ბინდი", არც ედუარდი და საერთოდ არ ესმოდა, რატომ იყო ამდენი ფანი თავდავიწყებით შეყვარებული როგორც ფილმზე, ასევე მის პერსონაჟზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა: "რაც მეტს ვკითხულობდი სცენარს, უფრო და უფრო მძულდა ედუარდი. სულ რომ არაფერი, ის 108 წლის ვაჟიშვილი იყო და ცხადია, პრობლემები ჰქონდა".

ფილმის IMDb რეიტინგი - 5.2

image








7. შერი - "ბურლესკი"

"ბურლესკში" შერი მოცეკვავეთა ლიდერის როლს ასრულებს, რომელიც ახალ გოგონებს იღებს და მათ ყველაფერს ასწავლის, რაც იცის. შერი დიდ იმედებს ამყარებდა ფილმზე, თუმცა, მოგვიანებით თქვა, რომ, მისი აზრით, ფილმის წარუმატებლობა რეჟისორ სტივ ანტინის ბრალი იყო. შერის აზრით, მისი პერსონაჟი მოსაწყენი და განუვითარებელია. ამის გარდა, ის მწუხარებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ფილმში მის პერსონაჟს რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონია. მომღერალმა განაცხადა: "შეიძლებოდა, ეს ფილმი ბევრად უკეთესი ყოფილიყო. ვწუხვარ, რომ ის ასეთია".

ფილმის IMDb რეიტინგი - 6.4

image








8. ბენ აფლეკი - "თავქარიანი"

ბენ აფლეკს "თავქარიანში" შესრულებული როლის გამო ძალიან რცხვენია. მისი აზრით, ცუდად ითამაშა და ვერ მოახერხა, პერსონაჟი საკმარისად კარგად გამოეხატა. თუმცა, რაღაც კარგიც მოხდა. გადაღებების დროს მსახიობი თავის მომავალ ცოლს, ჯენიფერ გარნერს შეხვდა. მათი ქორწინება 13 წელი გაგრძელდა და წყვილს 2 შვილი შეეძინა.

ფილმის IMDb რეიტინგი - 5.3

image








9. უილ სმიტი - "დედამიწის შემდეგ"

უილ სმიტი ამ ფილმში შესრულებულ როლს აღწერს, როგორც "ყველაზე მტკივნეულ მარცხს". მისი თქმით ფილმში "ველური, ველური დასავლეთი" განცდილი მარცხი უფრო მარტივად გადასატანი იყო, რადგან ამ შემთხვევაში მასთან ერთად მისი ვაჟი ჯეიდენიც იღებდა მონაწილეობას, რომელიც თავად მოიწვია გადასაღებ მოედანზე.

ფილმის IMDb რეიტინგი - 4.8

image








10. შონ კონერი - "ჯეიმს ბონდი"

ბევრი ფანი ფიქრობს, რომ შონ კონერი ისტორიაში საუკეთესო ჯეიმს ბონდი იყო. მსახიობმა ეს პერსონაჟი 7 ფილმში განასახიერა და ყოველ ჯერზე კარგი შეფასება მიიღო. თუმცა, თავად კონერს სულაც არ მოსწონს სუპერ აგენტი. მან ერთხელ განაცხადა: "ყოველთვის მძულდა ეს ტ***ი ჯეიმს ბონდი. სიამოვნებით მოვკლავდი მას".

image

p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.







ასევე დაგაინტერესებთ:


1. გაირკვა, ვინ არის "მეგობრების" მთავარი პერსონაჟი

image


2. მსახიობები, რომლებმაც ბევრად ახალგაზრდების როლი შეასრულეს

image


3. ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ

image

0
823
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0