x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში ცნობილი ქართული წარმოშობის ტელეწამყვანი თინა კანდელაკი და მისი ყოფილი და ახლანდელი ქმრები

image ცნობილი ტელეწამწყვანი თინა კანდელაკი დაიბადა 1975 წლის 10 ნოემბერს თბილისში.
თინას მამა-გიგი შალვის ძე კანდელაკი (1942-2009). პროფესიით ეკონომისტი იყო, მუშაობდა თბილისის ბოსტნეულის ბაზის დირექტორად, პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად მოსკოვში. თინას დედა — ელვირა გიორგის ასული კანდელაკი (ქალიშვილობის გვარით ალახვერდოვა) — ნახევრად თურქი და სომეხია, მუშაობდა ექიმ-ნარკოლოგად.
თინამ დაამთავრა თბილისის 64-ე საჯარო სკოლა. 1993 წელს სწავლობდა პლასტიკურ კოსმეტოლოგიას, შემდეგ მისი მეგობრის გიორგი თარგამაძის დახმარებით ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2008 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.
თინა 1995 წლამდე მუშაობდა რადიო "105"-ში და ტელევიზიაში "მეორე არხი".
1995 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში, თინამ რამდენიმე რადიოსადგურში და ტელევიზიაში იმუშავა, ამჟამად ტელე წამყვანთან ერთად პროდიუსერიცაა და კომპანია "აპოსტოლის" თანამეწილეა.
მისი დეკლარაციით მისი წლიური შემოსავალი 2 მილიონ დოლარამდეა.
20 წლის ასაკში მოსკოვში გადასვლა ძალიან წაადგა თინას კარიერულ წინსვლას. თინა ტელეწამყვანი გახდა, მას ძალიან ბევრი გადაცემა მიჰყავდა, მაგრამ მაყურებლების აზრით ყველაზე დასამახსოვრებელი იყო "დეტალები" და "ყველაზე ჭკვიანი".

Фото из сети. Тина Канделаки
"დეტალებში" თინამ თავი ძლიერ ჟურნალისტად წარმოაჩინა, რომელიც არ სცნობდა ავტორიტეტებს და ნებისმიერ რესპოდენტს საკმაოდ დაუფარავად უსვამდა რთულ კითხვებს.
პროექტმა 5 წლის მანძილზე დაიკავა ადგილი რეიტინგულ პროექტებს შორის, ჩაიწერა 1500-ზე მეტი გადაცემა.
Фото из сети. Тина Канделаки на программе "Самый умный"
თინა კანდელაკი გადაცემაში-"ყველაზე ჭკვიანი".

თინა კანდელაკის პირველი ქმარი იყო ანდრეი კონდრახინი.
Фото из сети. Тина Канделаки с первым мужем Андреем

ანდრეი 44 წლისაა, წყვილის თანაცხოვრება 12 წელი გაგრძელდა, მათ შეეძინათ 2 შვილი. ადრე ანდრეი სამედიცინო დაწესებულების მფლობელი იყო, მოგვიანებით ჩამოშორდა ბიზნესს და მხატვრობას მიჰყო ხელი. წყვილის განქორწინების მერე ანდრეი ბევრს მოზაურობს და ლამაზი ადგილები გადააქვს ტილოზე.
ეს გოგონა მელანია კონდრახინაა, თინა კანდელაკისა და ანდრეი კონდრახინის უფროსი შვილი.

Фото из сети. Дочь Тины Канделаки Мелания

მელანია 19 წლისაა, ის უმაღლეს სასწავლებელში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა დიდი სიყვარული და ინტერესი ამ პროფესიის მიმართ არ გააჩნია.
არაა გათხოვილი, თუმცა მეგობრობს მისი ასაკის ახალგაზრდასთან, რომლის ვინაობას არ ამხელს.

ლეონტი კონდრახინი, თინა კანდელაკისა და ანდრეი კონდრახინის უმცროსი შვილი.

Фото из сети. Сын Тины Канделаки
ლეონტს არ უყვარს წინა პლანზე დგომა, ის 17 წლისაა. ბავშვობაში კომპიუტერული თამაშებით და კომპიუტერული პროგრამირებით იყო დაკავებული და ოცნებობდა პროგრამისტი გამოსულიყო.
მოგვიანებით ბიჭს მუსიკისადმი მიდრეკილება გაუჩნდა და სწორედ ამ სფეროში გამოავლინა თავისი ნიჭი.
სპეციალისტების შეფასებით ძალიან მაღალია იმისი შანსი, რომ ის დიდ სცენაზე გამოვიდეს.

ვასილი ბროვკო, თინა კანდელაკის მეორე ქმარი.

Фото из сети. Муж Тины Канделаки Василий
2014 წელს ანდრეი კონდრახინთან განქორწინების მერე თინამ მალევე იპოვა ცხოვრების თანამგზავრი მამაკაცი-31 წლის ვასილი ბროვკო, რომელიც მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის დირექტორი და ბიზნესმენია.
წყვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს თინას შვილების, მელანიას და ლეონტის აღზრდაში, წყვილს ჯერჯერობით საერთო შვილი არა ჰყავს.

imageimageimageimage თინა სპორტული დარბაზების სტაბილური სტუმარია, შესაბამისად ინტენსიური ვარჯიშის წყალობით ეს ქალბატონი მუდამ შემართებულ და მხნე განწყობაზეა, ასაკის მიუხედავად მის მშვენიერ სხეულზე და გარეგნობაზე საუბარიც ზედმეტია.
imageimageimageimageimageimageimageimage











0
1017
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1017