x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფრანგი პროფესორები ველოსიპედით დადიან, მაშინ როცა საქართველოში...
image
"ქართველების საფრანგეთიდან მასიური დეპორტაცია დაიწყო. დღეს გავიგე, რომ 90-ზე მეტი ადამიანი გაუშვიათ საქართველოში და დაახლოებით 500 ადამიანი ელოდება დეპორტაციას.


სამწუხაროდ, ეს დეპორტაციები გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო და ალბათ გაგრძელდება.


საფრანგეთის წამყვან საინფორმაციო გამოშვებებში ბოლო დღეებში აქტიურად აშუქებენ საქართველოს საკითხს, რადგანაც, ქართველების მიერ პოლიტიკური თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი უტოლდება ავღანელებისას, სადაც მოსახლეობა 37 მილიონია და აფრიკის არაერთ ქვეყანას...


შესაბამისად, სვამენ კითხვას, რა ხდება საქართველოში ისეთი, რომ მასიურად გამორბის ხალხი?



- ბოლო პერიოდში ჩამოსული ქართველების უდიდესი ნაწილი ჩამოსულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.


- რატომ მაინცდამაინც საფრანგეთი?


იმიტომ, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია მთელს მსოფლიოში!


რა ქმნის ჰუმანურს, მხოლოდ წესები და კანონები?


არა.ჰუმანურს ხდის პროფესიონალი, სამედიცინო პერსონალი.


არაერთი პაციენტის საკითხზე მქონია ფრანგ ექიმებთან თუ სერვისის ხელმძღვანელობასთან საუბარი, ვხედავდი, თუ რა დირექტივები მოდიოდა ადმინისტრაციისგან, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც ექიმს უთქვამს: "მე ვარ ექიმი და პაციენტს ქუჩაში ვერ გავაგდებ".


მინახავს, ვერტმფრენით გადაყვანილი ქართველი, უსაბუთო, დაუზღვეველი პაციენტები, ერთი ქალაქიდან მეორეში, იმისათვის, რომ საუკეთესო მკურნალობა მიეღოთ.


მინახავს, ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა, მაშინ, როდესაც სხვა უფრო იაფიანი ალტერნატივაც არსებობდა...


ჩვენ ქართველებს, რატომ არ შეგვიძლია ესეთი სისტემის შექმნა, სადაც ყველა ადამიანს ექნება სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება?


გვიჭირს? ფული არა გვაქვს? ვფიქრობ, გვაქვს მაგრამ არასწორად, არამიზნობრივად ვხარჯავთ.


პ.ს. უამრავი ფრანგი პროფესორი, რომელსაც ერთი თვის ხელფასით შეუძლია ჯიპი იყიდოს, ველოსიპედით დადის, მაშინ როდესაც საქართველოში..." - ემიგრანტი ექიმი ზაზა ფუტკარაძე


0
148
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0