x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პატრულმა "შმაქსი"-ს მძღოლების დაჯარიმება დაიწყო
image


საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 "შმაქსი" დააჯარიმეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, სამივე ჯარიმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოიწერა.


"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გადამოწმების მიზნით "შმქასის" ტრაფერეტით მოძრავი 3 მანქანა გააჩერეს. ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა პოლიციას დაუდასტურეს, რომ ისინი თანხის სანაცვლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე გადაჰყავდათ", - აცხადებენ შსს-ში.


უწყების ინფორმაციით, 3-დან 2 "შმაქსი" ლიცენზიის არქონის, ხოლო 1 მათგანი ფერის გამო დაჯარიმდა.



შეგახსენებთ, თბილისის მერი, კახი კალაძე ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ შმაქსის მძღოლები „მიიშმაქსებოდნენ“.


„თუკი ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან“. -- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ გირჩის დაფუძნებულ „შმაქსისთან“ დაკავშირებით თქვა. კალაძის კომენტარს მედიასაშუალებები ავრცელებენ.


„შმაქსი“ „ტაქსის“ ალტერნატივაა, რომელიც გადაუღებავ ტაქსის მძღოლებს საშუალებას აძლევს საკანონმდებლო რეგულაციებს გვერდი აუარონ და ისე იტაქსაონ, რომ სამარალდამცველებმა ჯარიმა ვერ გამოუწერონ. ამის შესაძლებლობას მათ პოლიტიკური პარტია გირჩი აძლევს. პარტიის ოფისში დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგები იყო. უამრავი მსურველი მძღოლი მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში წევრიანდება, რის შემდეგაც მათ ტაქსის ნაცვლად „შმაქსის“ აბრა გადაეცემათ, ასე ტაქსაობის შემთხვევაში კი მათ პატრული ვერ აჯარიმებს.


ექსპერიმენტი გირჩელებმა რამდენჯერმე ჩაატარეს და პატრულმა ისინი ისე გაუშვა, არცერთ მათგანს ჯარიმა არ გამოუწერა.

.

"კალაძემ ხალხზე ექპერიმენტი უნდა შეწყვიტოს"- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.


ენმ-მ საკრებულოში დადგენილების პროექტი შეიტანა და მოვუწოდებთ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება გააუქმოს და ადამიანებს გადარჩენის საშუალება მისცეს.


"დღეს თბილისის მერია ტაქსებზე მავნებლურ ექსპერიმენტს, კორუფციულ ინიციატივას იწყებს"- თქვა დეპუტატმა.

.

„გირჩის“ წევრებმა წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.

1
391
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
391
  
2019, 5 ოქტომბერი, 19:31
ბევრი ტაქსისტი ხომ უმუშევარი დატოვეს, ამ იდიოტებმა და მოქალაქეებსაც გაუძვირეს მგზავრობა! აი, ქალაქის ,,უთავო" თავი!
0 1 1