x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ბიჭმა 60 კილო დაიკლო, მას შემდეგ, რაც კლასელმა გამოსაშვებ საღამოზე დასცინა
image


26 წლის ავსტრალიელი ენტონი ბაიერი თინეიჯერობისას ძალიან გასუქდა. ბიჭი ფასფუდებზე დამოკიდებული იყო და გოგონებისგანაც ყურადღებას ვერ გრძნობდა. მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა წონაში დაეკლო.


მაღალ კლასებში საერთოდ არ იყო პოპულარული, მაგრამ მისი თავდაჯერებულობა რეკორდულად დაბალ დონემდე დავიდა, როცა თანაკლასელმა გოგონამ დასცინა. გოგონამ ენტონი დაარწმუნა, რომ გამოსაშვებ საღამოზე მასთან ერთად წავიდოდა, თუმცა მისი თანხმობა, როგორც მერე გაირკვა, მწარე ხუმრობა იყო. ამის შესახებ ბიჭმა მაშინ გაიგო, როცა საღამოს ლიმუზინით მიაკითხა გოგონას სახლთან, მან კი სახლის კარი ცხვირწინ მიუხურა.


image


ხუი წლის შემდეგ ენტონი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზედმეტ კილოგრამებთან ერთად გაქრა მისი დამალი თვითშეფასებაც. ენტონის თქმით, მას უკვე აღარ აქვს პრობლემები ქალებთან. ბიჭმა ასევე გაიხსენა, როგორი მძიმე იყო მისი სკოლაში ყოფნის პერიოდი :


" ბავშვები დაუნდობლები არიან მათ მიმართ, ვინც სხვანაირად გამოიყურება. ის გოგონა ყველაზე ლამაზი იყო ჩვენს კლასში და მეც ალბათ მაშინ სულ გავგიჟდი, როცა გამოსაშვებ საღამოზე დავპატიჟე. მაშინ მხოლოდ გავიფიქრე: რატომაც არა? ვფიქრობდი, რომ მაშინვე უარს მეტყოდა, მაგრამ დამანხმდა. ისეთი აღელვებული ვიყავი, ახალი პიჯაკი ვიყიდე, ლიმუზინი შევუკვეთე. ძალიან ვნერვიულობდი, როცა მასთან მივდიოდი. მან კარი გააღო და მითხრა, რომ ძალიან მსუქანი ვიყავი და სახლში ვერ შევეტეოდი. კარი ცხვირწინ მომიკეტა. ძალიან დამწყდა გული და ვიტირე კიდეც. მაგრამ მერე გადავწყვიტე, რადგან უკვე გამოწყობილი ვიყავი, გამოსაშვებ საღამოზე მაინც წავიდოდი.


image


ბიჭმა აღიარა, რომ იმ საღამოს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა თავს. სხვა კლასელებმაც გაიგეს გოგოს "ხუმრობაზე" და მათაც დასცინეს. მაშინ ენტონი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მარტო იქნებოდა და არავინ არასდროს შეიყვარებდა. ავსტრალიელს წონის პრობლემები ბავშვობიდან დაეწყო, ყოველ წელს კი პრობლემა იზრდებოდა და იზრდებოდა.


" არასდროს მიფიქრია ჩემს ჯანმრთელობაზე, მანამ ექიმმა არ მითხრა, რომ დიაბეტი მჭირდა. მაშინ კიდევ ერთხელ ვიტირე და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება უნდა შემეცვალა. შევწყვიტე ფასთფუდით კვება და თვითონ დავიწყე საჭმლის მომზადება. მივედი სპორტულ დარბაზშიც. "


ახლა ენტონის საკუთარი ბიზნესი აქვს - ის კერძო ვარჯიშებს უწევს ორგანიზებას და ეხმარება მათ, ვისაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც ადრე ენტონის ჰქონდა. ავსტრალიელი ამბობს, რომ ასეთი პოპულარული ქალებში, არასდროს ყოფილა აქამდე.


imageენტონიმ ასევე მოყვა, რომ მას სემდეგ რაც გახდა, მას იმ კლასელებმა მიწერეს, რომლებმაც მაშინ დასცინეს. იმ გოგონამაც კი მიწერა, რომელმაც მოატყუა გამოსაშვებ საღამოს. წლების შემდეგ ბოდიში მოუხადა და შეხვედრაზე დაპატიჟა.


"არ შემეძლო მისთვის დამეჯერებინა და არც კი ვუპასუხე. ვაპატიებ, მაგრამ ვერასოდეს ვერ დავივიწყებ. ბევრი გადავიტანე, მაგრამ ჩემმა გამოცდილებამ შემქმნა ის, რაც ახლა ვარ, ჩემი მიზანი დღეს სხვისი დახმარებაა, მე თუ შევძელი, სხვასაც გამოუვა".






ასევე ნახეთ

გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ ექიმები ამას ნამდვილად არ ელოდნენ


დაღესტანში ქორწილში ორი მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა ( ვიდეო )


ეს თევზი ადამიანის ორგანოებით იკვებება, განსაკუთრებით მამაკაცის


გენიტალიებითმდინარე იანძიში 18 მეტრიანი "მონსტრი" ცხოვრობს


სიყვარული მესიჯებით - ანუ როგორ მივიდა ქორწილში პატარძლის ნაცვლად სხვა ქალი


ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ ყიდულობენ ცოლებს


0
163
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0