x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე მოკლე მოთხრობები მსოფლიოში(ნაწილი 2)

image

უიღბლო


მთელს სხეულში დავლილმა ძლიერმა ტკივილმა გამაღვიძა. თვალები გავახილე და საწოლთან მდგარი მედდა დავინახე.

-მისტერ ფუჯიმა- თქვა მან, -თქვენ გაგიმართლათ, ორი დღის წინ დაბომბილ ჰიროსიმას ცოცხალი გადაურჩით, ახლა საავადმყოფოში ხართ, თქვენ აღარაფერი გემუქრებათ.

სისუსტისგან მისავათებულმა ვკითხე:


- სად ვარ?

-ნაგასაკში-მიპასუხა მან.

ალან მაიერი


image

სიმართლე


დაბოლოს, მისი ძიება დასრულდა ამ შორეულ, მიყრუებულ სოფელში, ძველ ქოხში კოცონთან იჯდა "სიმართლე".
არასდროს უნახავს ასეთი ბებერი და მახინჯი ქალი.
- მართლა შენ ხარ?
მოხუცმა დანაოჭებულმა დედაბერმა საზეიმოდ თავი დაიქნია .
- მითხარით, რა გადავცე მსოფლიოს? რას ამცნობდით?
მოხუცმა ცეცხლისკენ გადააფურთხა და უპასუხა:
-უთხარით, რომ ახალგაზრდა და ლამაზი ვარ!


რობერტ ტომპკინსი


image

"ვერცხლის ტყვია"


გაყიდვები ბოლო ექვს კვარტალში დაეცა. საბრძოლო მასალების ქარხანამ კატასტროფული ზარალი განიცადა და გაკოტრების პირას იყო.

აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ფილიპსს წარმოდგენა არ ჰქონდა, რაში იყო საქმე, აქციონერები ალბათ ყველაფერში მას დაადანაშაულებდნენ.


გახსნა უჯრა, ამოიღო რევოლვერი, მომართა, საფეთქელთან მიიდო და სახლეტს თითი გამოჰკრა...არ გავარდა.
”მაშ ასე, უნდა ვიზრუნოთ პროდუქციის ხარისხის კონტროლზე.”


ბრედ ჰიპკინსი


image

და იყო სიყვარული


და ერთხელ დიდი წარღვნა მოვიდა.. და ნოემ თქვა:
” ყველა არსება კიდობანში - მაგრამ მხოლოდ წყვილები!”

სიყვარულმა მეწყვილეს ძებნა დაიწყო - სიამაყეს, სიმდიდრეს,
დიდებას, სიხარულს, ყველას უკვე ჰყავდა თანამგზავრი.
შემდეგ მივიდა მასთან განშორება და უთხრა:
"მიყვარხარ".
სიყვარული სწრაფად ჩახტა მასთან ერთად კიდობანში.

განშორებას რეალურად შეუყვარდა სიყვარული და არ
სურდა მასთან განშორება დედამიწაზეც კი.


ახლა კი, "სიყვარულს" ყოველთვის მოსდევს "განშორება" ...



image

ჭუჭყიანი თეთრეული


ახალდაქორწინებული წყვილი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა. დილით, ახალგაღვიძებულმა ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მეზობელი, რომელიც თოკზე თეთრეულს ფენდა.

”შეხედე, რა ბინძური თეთრეული”, - უთხრა ქმარს. იგი გაზეთს კითხულობდა, ყურადღება არც მიუქცევია.


”მას, ალბათ ცუდი საპონი აქვს, ან საერთოდ არ იცის რეცხვა. უნდა ვასწავლო"-დაიკვეხა ცოლმა.


ასე ყოველ ჯერზე, როდესაც მეზობელი კიდებდა სარეცხს, ცოლი გაოცებას ვერ მალავდა, რამდენად ბინძური იყო ის.


ერთ დილას, ფანჯარაში გაიხედა და წამოიძახა: ”ოჰ! დღეს თეთრეული სუფთაა! ალბათ ისწავლა გარეცხვა! ”
- არა, - უპასუხა ქმარმა, - დღეს დილით ადრე ავდექი და ჩვენი ფანჯარა გავწმინდე.

image

ასევე იხილეთ

რანდევუ ტელეფონმა დარეკა: -ალოჩუმად უპასუხა ქალმა. -ვიქტორია მე ვარ.მოდი სანაპიროსთან შევხვდეთ ამაღამ. -კარგი ძვირფასო. და გთხოვ ერთი ბოთლი შამპანურის გამოყოლებაც არ დაგავიწყდეს. -არ დამავიწყდება ძვირფასო, მინდა, რომ ამ ღამით შენთან ვიყო. -იჩქარე, დიდხანს ნუ მალოდინებ-თქვა მან და ყურმილი დაკიდა, ქალმა ამოიხრ...


უდიდესი სპარსელი პოეტის, მათემატიკოსის, ფილოსოფოსის და ასტროლოგის ომარ ხაიამის(1048-1131)ბრძნული გამონათქვამები აღფრთოვანებს მთელს მსოფლიოში მილიონობით მის თაყვანისცემელს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და აქტუალურია დღესაც და იქნება მომავალშიც. სპარსული ლირიკა და კერძოდ ომარ ხაიამის გენიალურობა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გე...


მოლა და მისი შვილი რომელიღაც სოფელში მიდიოდნენ. მამამ შვილი სახედარზე შესვა, თვითონ კი ფეხით გაჰყვა. გზაზე მგზავრები შემოხვდნენ და თქვეს: - ახლანდელი ახალგაზრდობა არაფრად არ ვარგა, შეხედე თვითონ სახედარზე შემჯდარა და მოხუცი მამა კი ფეხით მისდევს. მაშინ შვილმა უთხრა მოლას: - მამა, აკი გითხარი, ასე არ ივარგებს-მეთქი. მოდი, მე ჩ...


***ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება ***ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო ***ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო ***გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო ***გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტი...


1)ავტორიტეტულ ფრანგულ ენციკლოპედია "ლარუსში" შეცდომა გაიპარა, რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია საფრანგეთში:"იყიდება ან იჯარით გაიცემა შესანიშნავი ქალი, კარგად დამუშავების შემდეგ მაღალპროდუქტიულობით გამოირჩევა", კორექტორს შეცდომა გაეპარა და ferme(ფერმა) ნაცვლად femmе(ქალი) გაუშვა. 2)1970 წელს ლენინგრადის გაზეთ "სმენას" პატარე...

0
163
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0