x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459306
,,თბილისობა 2019" - რა გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი 5-6 ოქტომბერს?!

თბილისობის დღესასწაული ტრადიციულად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება და ყოველთვის ხალხმრავლობით ხასიათდება. დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე იმართება აგრო- ბაზრები, მინი-კონცერტები, ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, ავტო-ფესტივალი და სხვა. ქვემოთ გაგაცნობთ “თბილისობა 2019"- ის პროგრამას, თუ დედაქალაქის რომელ ლოკაციაზე რა გასართობი გელოდებათ:

image

რიყის პარკი 12:00 - 20:00.

გასტრონომიული ფესტივალი

ტკბილეულის ფესტივალი

საბავშვო-გასართობი პროგრამა, ატრაქციონები

საბავშვო კონცერტი

ინსტალაცია-ფიროსმანის პერსონაჟები

მულტიეთნიკური თბილისი

სპორტული აქტივობები

ორბელიანის მოედანი 12:00 -20:00

ყვავილების ფესტივალი

ქართული ფილმისა და მუსიკის პავილიონები

თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები

ღია ბაზარი

მარიონეტების კოსტუმირებული კარნავალი

პროექტი გვიდირიჟორე

ლეღვთახევი 12:00- 20:00

მუზეუმი ღია ცის ქვეშ

მეტეხის ხიდი 12:00- 18:00

სპორტული და რარიტეტული ავტომობილების გამოფენა

აღნიშნული ღონისძიებები 5-6 ოქტომბერს გაიმართება. 5 ოქტომბერს ასევე დაგეგმილია ორბელიანის მოედანზე: 14-00 საათზე თბილისის საერთაშორისო თეატრალური წარმოდგენა და 20:00 საათზე გალა-კონცერტი, საპატიო თბილისელის დაჯილდოვების ცერემონია.

ხოლო 6 ოქტომბერს 17:00 საათზე ორბელიანის მოედანზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი და 20:00 საათზე ევროპის მოედანზე საჰაერო თეატრი როკ-მუსიკის თანხლებით.

ბედნიერ “თბილისობას" გისურვებთ!!!

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0