x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ოცნების“ დეპუტატს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ
image



ახალგაზრდა ქალი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თანაშემწის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საკრებულოს წევრმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. უარის მიღების შემდეგ კი გაღიზიანდა და ოთახში ყველაფერი დაამტვრია. წინააღმდეგობის გაწევივას კი ქალმა სხეულზე დაზიანებები მიიღო. შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ, დეპუტატის ბიუროში მოხდა. მიუხედავად დროის გასვლისა, ქალს სხეულზე ძალადობის კვალი ამ დრომდე ემჩნევა. დაზიანებების არსებობას ადასტურებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც. მათ უკვე აღწერეს ისინი.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამი: ფიზიკური ძალადობის, სექსუალური ძალადობის და ნივთის დაზიანების, შესაბამისად 126-ე, 138-ე და 186-ე მუხლებით მიმდინარეობს, თუმცა ჯიშკარიანი ჯერ არც კი დაუკითხავთ. თავად დაზარალებულ თამთა თოდაძეს და მის ოჯახს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან დეპუტატის შვილი, მათი თქმით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომელია. საქმეზე უკვე ინფორმირებულია სახალხო დამცველი.


მომხდარზე ინფორმაცია ექსკლუზიურად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.




0
174
შეფასება არ არის
ავტორი:თავისუფალი ამბები
თავისუფალი ამბები
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0