x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
გჭირდებათ თუ არა წონაში დაკლება?

image

იმისათვის, რომ გაიგოთ, გჭირდებათ თუ არა წონის ცვლილება, საჭიროა თქვენი ფიზიკური განვითარების შეფასება. ფიზიკური განვითარების შეფასება ხდება სხეულის მასის ინდექსის (სმი) გამოყენებით.

სხეულის მასის ინდექსი უნდა გამოვთვალოთ შემდეგი ფორმულის საშუალებით:

სხეულის მასის ინდექსი = სხეულის მასა (კგ) / სიმაღლე (მ. კვ)

ანუ სმი უდრის სხეულის მასა გაყოფილი სიმაღლეზე.

მაგალითად, თუ იწონით 55 კგ-ს და ხართ 1.65 სმ სიმაღლის, თქვენი სმი = 20.2 კგ/მ.კვ

ეს მაჩვენებელი ძირითად კავშირშია სხეულის მასასთან და ნაკლებად არის დამოკიდებული სიმაღლეზე. ამიტომ ის კარგ ინფორმაციას იძლევა ორგანიზმში ცხიმის შემცველობაზე.

თუ ეს მაჩვენელი არის 18, 5 - 25 კგ/მ.კვ. მაშინ წონა ითვლება ნორმალურად;

თუ 18, 5 კგ/მ.კვზე ნაკლებია სხეულის მასა არადამაკმაყოფილებელია;

25-30 კგ/მ.კვ. სხეულის ჭარბი მასის მანიშნებელია;

თუ სხეულის მასის ინდექსი მეტია 30 კგ/მ.კვ.ზე სახეზეა სიმსუქნე.


ასე, რომ სანამ დიეტას გადაწყვეტთ, აუცილებლად გამოთვალეთ თქვნი სხეულის მასის ინდექსი.

0
83
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0