x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„თუ ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად „მიიშმაქსებიან“ - კახი კალაძე გირჩის „შმაქსებზე“
image


„ქუჩაში არ გამოჩენილან. თუკი ქუჩაში გამოჩნდებიან, აუცილებლად მიიშმაქსებიან“.


ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსების რეგულაციების წინააღმდეგ გირჩის დაფუძნებულ „შმაქსისთან“ დაკავშირებით თქვა. კალაძის კომენტარს მედიასაშუალებები ავრცელებენ.


„შმაქსი“ „ტაქსის“ ალტერნატივაა, რომელიც გადაუღებავ ტაქსის მძღოლებს საშუალებას აძლევს საკანონმდებლო რეგულაციებს გვერდი აუარონ და ისე იტაქსაონ, რომ სამარალდამცველებმა ჯარიმა ვერ გამოუწერონ. ამის შესაძლებლობას მათ პოლიტიკური პარტია გირჩი აძლევს. პარტიის ოფისში დღეს მთელი დღის განმავლობაში რიგები იყო. უამრავი მსურველი მძღოლი მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში წევრიანდება, რის შემდეგაც მათ ტაქსის ნაცვლად „შმაქსის“ აბრა გადაეცემათ, ასე ტაქსაობის შემთხვევაში კი მათ პატრული ვერ აჯარიმებს.



ექსპერიმენტი გირჩელებმა გუშინ რამდენჯერმე ჩაატარეს და პატრულმა ისინი ისე გაუშვა, არცერთ მათგანს ჯარიმა არ გამოუწერა.

.

"კალაძემ ხალხზე ექპერიმენტი უნდა შეწყვიტოს"- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.


ენმ-მ საკრებულოში დადგენილების პროექტი შეიტანა და მოვუწოდებთ თბილისის მერიამ ეს გადაწყვეტილება გააუქმოს და ადამიანებს გადარჩენის საშუალება მისცეს.


"დღეს თბილისის მერია ტაქსებზე მავნებლურ ექსპერიმენტს, კორუფციულ ინიციატივას იწყებს"- თქვა დეპუტატმა.

.

„გირჩის“ წევრებმა წიწამურში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას ახლად დაფუძნებული კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, „გირჩი“ თბილისის მერიის ახალი რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0