x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოტყუებულმა ქმარმა ცოლის საყვარელს 750 ათასი დოლარი სასამართლოს ძალით გადაახდევინა
imageმამაკაცმა აღნიშნა, რომ სასამართლოში საჩივარი ფულის გამო კი არ შეიტანა, არამედ "ქორწინების სიწმინდის" დაცვის მიზნით.



ამერიკელმა კევინ ჰოვარდმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი ცოლის საყვარლის წინააღმდეგ და საქმე მოიგო.განაჩენის მიხედვით ცოლის საყვარელს დაეკისრა ჰოვარდის სასარგებლოდ 750 000 $-ის გადახდა.


ჰოვარდმა ისარგებლა საკმაოდ მოძველებული კანონით "მიზანმიმართული ჩარევა ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში", მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბევრ შტატში ეს კანონი გაუქმებულია, რამდენიმე შტატში ისევ მოქმედებს.ესენია:მისისიპი, იუტა, ჩრ. კაროლინა, ნიუ- მეხიკო და სამხრეთ დაკოტა.


კევინ ჰოვარდი 12 წლის განმავლობაში იყო ქორწინებაში, შემდეგ ერთ დღესაც ცოლმა მას გაყრა მოთხოვა, ოჯახის შენარჩუნების მიზნით ისინი ფსიქოლოგთანაც დადიოდნენ თუმცა უშედეგოდ.



ამის შემდეგ ჰოვარდმა დაიქირავა კერძო დეტექტივი, სწორედ მისგან შეიტყო, რომ ცოლი ღალატობდა, რომელიც ქალის თანამშრომელი აღმოჩნდა სამსახურიდან.



ჰოვარდმა სასამართლოში იჩივლა, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, როდესაც გაიგო ცოლის საყვარელმა თუ რა მუხლით უჩიოდა კევინი, სასაცილოდ არ ეყო, თუმცა არა თუ წააგო საქმე, არამედ 750 000 დოლარის გადახდაც დაეკისრა.


თავად კევინი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი "ქორწინების სიწმინდის" დაცვა იყო და არა ფული, არც დიდად დარდობს ოჯახის დანგრევას და გაყრის შემდეგ ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ ცხოვრების კალაპოტს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა WITN.

2
135
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 ოქტომბერი, 21:49
ბრავოოოო
0 1 2