x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ქალი, რომლის გამოც კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაშორდნენ
image


ინსტაგრამის სექსიმბოლოს, 27 წლის Rojean Kar-ს, რომელიც სოციალურ ქსელში YungSweetRo-ს სახელით არის დარეგისტრირებული, კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის დაშორების მთავარ მიზეზად მიიჩნევენ.

image


იგი აპრილში ტრევისის დაბადების დღეზეც კი იყო მიწვეული მაშინ, როდესაც მისმა მეუღლემ კაილიმ უარი თქვა წვეულებაზე მისვლაზე.


image

ტრევის სკოტისა და კაილი ჯენერის დაშორება საზოგადოებისათვის საკმაოდ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა და მათ სასწრაფოდ დაიწყეს მიზეზების ძიება.დაშორების მიზეზად ბევრი ასახელებდა შეუთავსებლობას, კერძოდ კაილის სურდა ოჯახის ზრდა, ხოლო სკოტი საკუთარ მუსიკაზე კონცენტრირებას ცდილობდა. თუმცა Kar-ი ამჟამად ბევრად რეალურ მიზეზად სახელდება.

image

ონლაინ გამოცემა dailymail-ი ცდილობდა Rojean Kar-თან დაკავშირებასა და ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა ინსტაგრამის ვარსკვლავმა დუმილი არჩია და მან მხოლოდ ის კომენტარი გააკეთა, რომ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან ყოველივე ეს აზიანებდა მის პირად ცხოვრებას.

image

ონლაინ ჟურნალის მიერ მოპოვებულ იქნა ფოტოები, რომელიც ნათლად მიუთითებს სკოტ ტრევისისა და Rojean Kar-ის ურთიერთობაზე. მათ 2013 წელს ჰქონდათ რომანი და ამავე წლის იანვარში სკოტმაც “დაპოსტა" სურათი პარიზიდან, რომელზედაც დიდი ალბათობით მისი მეგობარი გოგონა Kar-ია აღბეჭდილი. რამდენიმე დღით ადრე Kar-საც ჰქონდა პარიზში გადაღებული სურათი დადებული, თუმცა ამჟამად ფოტო წაშლილია.

imageimageimage


Kar-მა მარტში ინსტაგრამზე დადო “სქრინშოთი", რომელზედაც მონიშნულია კაილი ჯენერი და კომენტარის სახით დართული აქვს, რომ კაილიმ იგი ბევრჯერ დაბლოკა და განბლოკა სოციალურ ქსელში. გოგონა მუდმივად ცდილობდა მინიშნებების გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის ტრევის სკოტი ერთად ატარებდნენ დროს. კერძოდ როდესაც ტრევის სკოტი დადებდა სურათებს კონკრეტული ადგილიდან, იმავე დროს და იმავე ადგილას გადაღებულ ფოტოებს Kar-იც აზიარებდა.

image

image

აღსანიშნავია, რომ ჭორები კაილისა და მისი ყოფილი მეგობარი ბიჭის ტაიგას გარშემოც ტრიალებს. თუმცა კაილის განცხადებით, ისიენი მხოლოდ მეგობრები არიან და ხშირად ერთსა და იმავე წვეულებაზე ყოფნა უწევთ.


2
869
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
869
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 ოქტომბერი, 16:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2