x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2019 წლის შემოდგომის ყველაზე მოდური აქსესუარი
image

იმისთვის, რომ შემოდგომის ცივ და წვიმიან ამინდებში ნაცრისფერი თაგუნიასავით არ გამოვიყურებოდეთ, აქცენტი მოდურ აქსესუარებზე უნდა გავაკეთოთ. ამ წლის შემოდგომის ნამდვილი ჰიტი კი ბერეტია, რომელიც თითქმის ყველას უხდება, განურჩევლად ასაკია.

წარმოგიდგენთ ამ მოდური ჰიტის 5 ვარიანტს:

1.ნაქსოვი მოდელი


უბრალო და გამომსახველი ფასონი, რომელიც ფაქტურის გამო მოცულობითი სახისაა. რელიეფური ნაყში ან კლასიკური ინგლისური რეზინი კი ყველაზე პოპულარული ვარიანტებია.ეფექტს აძლიერებს ფერი, რომელიც პასტელის გამიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ.

imageimage

2.ტყავის ბერეტი

აირჩიეთ თქვენი გემოვნებით-ლაქის ან გლუვი. მოდის ექსპერტები გვირჩევენ ტყავის ბერეტთან ერთად მსხვილი აქსესუარი ვატაროთ, რომელიც ჩვენს ექსტრავაგანტურობას უფრო გამოკვეთს.

imageimage

3.ფეტრის ბერეტი

თუ ამინდი არც ისე ცივია, შეგიძლიათ ფეტრის კლასიკური ბერეტი მოიხდინოთ. მსუბუქი და თან თბილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ სხვადასხვა სტილს შეუხამოთ. ეს ბერეტი, შეიძლება ითქვას, ყველა დროის კლასიკაა და განსაკუთრებით ქალურ და ნაზ იერს ანიჭებს მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს.

imageimage

4.ხავერდის ბერეტი

შეხებით სასიამოვნო, მოდური და კომფორტული, რომელიც ნებისმიერი სტილის სამოსს, ფეხასცმელს ან აქსესუარს შეგიძლიათ შეუხამოთ. როგორც წესი, დამუშავებულია და სისველეს არ ატარებს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ ცივ და ნესტიან ამინდებში ატაროთ.

image

5.ბეწვის ბერეტი

ბეწვის ბერეტი გვიან შემოდგომაზე და ზამთარშიც შეგიძლიათ ატაროთ. მნიშვნელობა არ აქვს ნატურალური ბეწვი იქნება თუ ხელოვნური. მთავარია, რომ ძალიან ელეგანტურია და შესანიშნავად ეხამება როგორც ქურქს, ისე პალტოს და ქურთუკებს.image

იმისთის, რომ ეფექტურად გამოიყურებოდეთ, ბერეტის ფერი სამოსისას არ შეუხამოთ. აირჩიეთ განსხვავებული ფერის ბერეტი. ასე თქვენი იერი უფრო საინტერესო გახდება. მაგალითად, გაიმეორეთ არა პალტოს, არამედ ფეხსაცმლის ფერი და ითამაშეთ კონტრასტებით.

image
image ფორმას რაც შეეხება:მოცულობითი თუ ბრტყელი-ეს უკვე თქვენი სახის ფორმასა და სტილზეა დამოკიდებული. ქალური სტილი- მოცულობით ბერეტს იხდენს, ახალგაზრდული კი-ბრტყელი ფორმისას.

0
230
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0