x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მომიტინგეებმა ჟურნალისტი ისე დაამცირეს, რომ ქალი ტირილამდე მიიყვანეს
imageბარსელონაში Telecinco Tv-ს ჟურნალისტს ლაილა ჟიმენესს შეუტიეს მარშის მონაწილეებმა, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორი წლისთავს ეძღვნებოდა.


ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ უყვირიან მიტინგის მონაწილეები შეურაცხმყოფელ სიტყვებს ჟურნალისტს, ერთ-ერთმა Red bull- ის ცარიელი ქილა ჩაარტყა, ხოლო მეორემ თავზე არაყი გადაასხა.ჟურნალისტმა ცრემლები ვეღარ შეიკავა.თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიტინგის ზოგიერთმა მონაწილემ ჟურნალისტის დაცვას შეეცადა.


ლაილა ჟიმენესი იძულებული გახდა ლოკაციის ადგილი შეეცვალა და იქედან წაეყვანა რეპორტაჟი.ახალგაზრდმა ქალმა მოგვიანებით ინციდენტს უწოდა " დამამცირებელი".


მომხდარ ფაქტზე საგანგებო განცხადება გააკეთა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, ინციდენტს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც.


"ასეთი მოპყრობა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც დგას მიკროფონით ხელში არის ამაზრზენი"- განაცხადა კატალონიის რესპუბლიკური პარტიის წევრმა გაბრიელ რუფიანმა.


ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.


შეგახსენებთ კატალონიის დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა, რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა მისცა მოსახლეობის 90%-მა, თუმცა ესპანეთის ხელისუფლებამ არ ცნო რეფერენდუმი.



1
1003
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1003
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1