x
მამას მენსტრუალური ჭიქა ბავშვის სათამაშო ეგონა და სკოლაში გაატანა
image


სოციალური ქსელის Reddit მომხმარებელმა ნიკით Sothishappened2-მა დაწერა, თუ როგორ ჩააგდო შვილი შემთხვევით უხერხულ სიტუაციაში, როცა ნება დართო მენსტრუალურ ჭიქაზე სკოლაში მოეყოლა. მისმა პოსტმა საიტზე 58 ათას ლაიქს მიაღწია.


მამაკაცის მონაყოლით, ბავშვმა მაშინ დაიწყო მენსტრუალური ჭიქით თამაში, როცა მეუღლე შინ არ იყო. მამამ არც კი იცოდა, როგორ გამოიყურებოდა ინტიმური ჰიგიენის ეს ნივთი, ამიტომ ჩათვალა, რომ ბავშვი ახალი სათამაშოთი ერთობოდა.


" რამდენიმე დღის განმავლობაში ამ ნივთმა მოახერხა ყოფილიყო განძის სკივრი, კოსმოსური ხომალდი და ამით პარკშიც კი ვიყავით, მაღაზიაშიც და სტუმრად ვახშამზეც". - გამოტყდა ქსელის მომხმარებელი.



შემდეგ ბავშვმა მენსტრუალური ჭიქა სკოლაში წაიღო, რადგან მასწავლებელმა არდადეგებზე მათ დავალება მისცა, სკოლაში მიეტანათ რამე ნივთი და რამე მოეყოლათ. როცა მამას შვილი სკოლიდან გამოჰყავდა, მასწავლებელი მივიდა მასთან დასალაპარაკებლად. მან მამას აუხსნა, თუ რა იყო მენსტრუალური ჭიქა, კაცი კი თავის მხრივ გაოცებული დარჩა, რომ გაიგო, რომ ეს ჭიქა ორგანიზმის შიგნით თავსდებოდა.


სხვა მომხმარებლებმა ამ ამბის გამო ბევრი იცინეს და მსაგვსი სიტუაციები გაიხსენეს. CraptasticFanDango-მა მოჰყვა, რომ მისი შვილის კლასელმა დედამისის ტამპონების აპლიკატორი სხვას მიჰყიდა როგორც ტელესკოპი. ხოლო Lobstahfingah-მა გაიხსენა, რომ ბავშვობაში ძმასთან ერთად მამის პრეზერვატივები მოიპარა, წყლით გაავსეს და თამაშობდნენ.






ასევ ნახეთ

გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ ექიმები ამას ნამდვილად არ ელოდნენ


დაღესტანში ქორწილში ორი მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა ( ვიდეო )


ეს თევზი ადამიანის ორგანოებით იკვებება, განსაკუთრებით მამაკაცის გენიტალიებით


რესტორნის ყველაზე უცნაური "სერვიზი", შეიძლება მადა დაკარგოთ ( ფოტოები)


ყველაზე დიდ ცხვირიანი მსახიობები (ფოტოები)


ცოლ-ქმარს გოგო შეუყვარდათ და შვედური ოჯახი შექმნეს

0
430
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
430
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0