x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გვარამია ცრუობს - „მთავარი არხის“ ოფიციალური რეიტინგი პირველ კვირაში 3,8%, მეორე კვირას კი 5,2% იყო
image


ნიკა გვარამიამ ახალი არხის ეთერში გასვლიდან მეათე დღეს საზოგადოებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამცნო, რომ „მთავარი არხის“ რეიტინგი ორნიშნა ციფრს გადასცდა. ის მუდმივად იმეორებს, რომ ყველა არხს მალე ჩამოტოვებენ და მთავარი არხი მართლაც ნომერ პირველი გახდება. თუმცა არც გვარამიას და არც მისი არხის არცერთ თანამშრომელს სატელევიზიო რეიტინგის ოფიციალური მონაცემი, რაიმე ვიზუალური მასალა, ან დასქრინული სქემა არ გაუვრცელებია, მხოლოდ სიტყვიერად წერდნენ, რომ მთავარი იგებს. მტკიცებულებები არცერთ მათგანს არ დაუდია.


ამჯერად კი გამოქვეყნდა ნილსენის პარტნიორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია „თივი-ემ-არ“-ის ოფიციალური ყოველკვირეული რეიტინგები, სადაც ქართული არხების ზოგადი რეიტინგია მოცემული. ცნობისთვის, ვიდრე პროცემტულ მონაცემებს გაგაცნობთ, უნდა ითქვას, რომ კომპანია „თივიემარი“ ერთერთი ძირძველი კომპანიაა ამ სფეროში, მისი ხელმძღვანელი პირები ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულად ითვლებიან, ამდენად სააკაშვილის გუნდი მის მონაცემებს მუდმივად ენდობოდა.


ახლახან გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ გვარამიას გაჟღერებული ვერსია არ დასტურდება და მთავარ არხს პირველ კვირას 3, 8%-იანი ყურებადობა ჰქონდა, მეორე კვირას კი 5%-იანი. ეს კი იმ დროს, როცა „კურიერი“ ჯერ კიდევ არ მუშაობდა. უფრო მეტიც, გვარამიას არხს რეიტინგში ჯერ კიდევ უსწრებენ საზოგადოებრივი არხი და ჯიდიესი.

* * *


ოფიციალური რეიტინგების მიხედვით: „მთავარი არხის“ ეთერში გასვლის პირველ კვირას გვარამიას ახლადგახსნილმა ტელეკომპანიამ ერთი კვირის განმავლობაში 3, 84%-იანი რეიტინგი დაწერა და მეექვსე ადგილზე გავიდა. 9-15 სექტემბრის ქართული სატელევიზიო არხების მაყურებელთა მაჩვენებლები ასე განაწილდა:


1) იმედი - 26, 08 %

2) რუსთავი 2 - 10, 75 %

3) ჯი-დი-ეს - 6, 94 %

4) 1 არხი - 6, 11 %

5) ტვ პირველი - 6, 07 %

6) მთავარი არხი - 3, 54 %

7) კომედი არხი - 3, 34 %

8) მაესტრო - 2, 29 %


image


16-22 სექტემბრის მონაცემებში მთავარი არხი ოდნავ დაწინაურდა და მეექვსეს ნაცვლად მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, პროცენტული მაჩვენებელი კი 5, 27%-მდე გაზარდა.


1) იმედი - 23, 46 %

2) რუსთავი 2 - 11, 64 %

3) ჯი-დი-ეს - 7, 21 %

4) 1 არხი - 5, 62 %

5) მთავარი არხი - 5, 27 %

6) ტვ პირველი - 5, 01 %

7) სილქ უნივერსალი - 3, 27 %

8) კომედი არხი - 3, 05 %


image


ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელდა დღიური რეიტინგის მონაცემები, სადაც მთავარი არხი ოდნავ უსწრებს კურიერს, თუმცა, არც ჟორჟოლიანს გამოუქვეყნებია რაიმე მტკიცებულება ან მონაცემების დასქრინული ფოტო.. რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალური მთვლელი კომპანიის მონაცემები, რომელიც მესამე კვირას ასახავს, რა დროსაც „კურიერმაც“ აღადგინა მაუწყებლობა. ვნახოთ რა მონაცემები დაჯდება მას შემდეგ, რაც კურიერი და მთავარი პარალელურ რეჟიმში მაუწყებლობენ.

0
664
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0