x
image
გემი დალანდი
ასტროლოგის რეკომენდაციები ოქტომბრისთვის- რა უნდა გაითვალისწინოთ!
იმისთის, რომ ოქტომბერი ნაყოფიერი თვე გამოდგეს, ასტროლოგის რეკომენდაციების გათვალისწინება ურიგო არ იქნებოდა.image

1.ვერძი

შეიცვლება ფინანსური სიტუაცია, თუმცა მხოლოდ უკეთესობისკენ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. თვის პირველი ნახევარი კარგია ურთიერთობებისა და სასიყვარულო საუბრებისთვის. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანთან.

ვარსკვლავები გვირჩევენ კონფლიქტებს მოვერიდოთ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი იქნება სპორტით თუ დაკავდებით. კარგად იკვებეთ, იძინეთ და ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ.



2.კურო

თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ფინანსური ჩავარდნები, პრობლემები სამსახურში და ჯანმრთელობის მხრივ.

20 ოქტომბრის შემდეგ კი სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერი გამოსწორდება.თვის მეორე ნახევარში შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს. შეეცადეთ არ იზარმაცოთ და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ.


3.ტყუპები

ბევრი სამუშაო, კომუნიკაცია და ურთიერთობები გელით. ყველაფერს თავს გაართმევთ.ფინანსების მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მაგრამ უსარგებლო წვრილმანებში ფულის გადახდას მაინც მოერიდეთ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ნუ შეუშინდებით თქვენთვის საინტერესო ადამიანების გაცნობას. თქვენს ღიმილს და მომხიბვლელობას გულგრილად ვერავინ შეხვდება.

თქვენი გულწრფელობა და გულახდილობა-აი, გასაღები ახალი ნაცნობის გულისკენ. შესაძლოა სწორედ ახლა შეხვდეთ ისეთ პარტნიორს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. დრო დაუთმეთ ჯანმრთელობასაც და ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები.


4.კიბო

მშვიდი და ნაყოფიერი თვე გელით წინ. პლანეტა მერკური კიბოს მე-5 სახლში შედის-წარმატების და კმაყოფილების სახლში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმეებიც და სიტუაციებიც თქვენთვის ხელსაყრელი სცენარით განვითარდება.

ურიგო არ იქნება, თუ სპორტდარბაზში ჩაეწერებით, დროა ფიზიკურ ფორმას ყურადღება მიაქციოთ., მაგრამ მეტისმეტიც ნუ მოგივათ. შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ისე იმოქმედეთ.


5.ლომი

ოქტომბერში ყველაზე მეტად სწორედ ლომებს გაუმართლებთ. განსაკუთრებით კარგად წავა საქმე უძრავი ქონების, მშენებლობაში ფულის დანაბდების თუ ახალი საცხოვრებლის შეძენის შემთხვევაში. კარგი პერიოდია ახლობლების მოსანახულებლად.

გარკვეული საქმეების მოგვარებაში შესაძლოა ძველი ნაცნობობა გამოგადგეთ. კარგი პერიოდია საცხოვრებლის შესაცვლელად.ეს თვე ასევე ხელსაყრელი პერიოდია ოჯახური საყიდლებისთვის.


6.ქალწული

2019 წლის ოქტომბერში მეგობრები და ნაცნობები თქვენს ყურადღებას მოითხოვენ. თუმცა, ნუ დაკარგავთ დიდ დროს არაფრისმომცემ საუბრებში. ტაქტიკურად შეაწყვეტინეთ წუწუნი და ჩივილი. ეს არაფერს მოგცემთ, გარდა იმისა, რომ ენერგიას დაკარგავთ და გამოგფიტავთ. ნუ მისცემთ უფლებას, რომ პესიმისტური განწყობა შეგიქმნან. მოგზაურობა ან გასეირნება დადებითი ემოციებით აგავსებთ.


7.სასწორი

ოქტომბერში შესაძლოა ახალი პერსპექტივები და საქმეები. შესაძლოა, თქვენმა ცხოვრებამ მიმართულება შეიცვალოს და ახალი და მოულოდნელი გამოწვევების წინ აღმოჩნდეთ. წარმატებას მოგიტანთ ის, რასაც ამდენი ხანია ესწრაფვით.

თუმცა მოვლენების ასეთი განვითარებისთვის ბევრი სასწორი მზად არ აღმოჩნდება. იმისთვის, რომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ, იმოქმედეთ დინჯად და ცივი გონებით. ეს საშუალებას მოგცემთ საჭირო დისტანცია შეინარჩუნოთ და საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ.


8.მორიელი

2019 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი უკვე თვის დასაწყისიდანვე გპირდებათ საინტერესო ურთიერთობებს და შეხვედრებს. თუმცა, ამ ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს განმარტოება და სიმშვიდე ურჩევნიათ. მოიწყეთ გასეირნება ან აიღეთ პატარა შვებულება და აღიდგინეთ დაკარგული ძალები.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, თვის მეორე ნახევარში შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინონ თავი. ამიტომ პროფილაქტიური ღონისძიებები არ გაწყენდათ.


9.მშვილდოსანი

თქვენი გულმოდგინება ნაყოფს გამოიღებს. შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნებთ.მაგრამ გახსოვდეთ, არ დაგავიწყდეთ დანაზოგის გადადება “შავი დღისთვის". მშვენიერი პერიოდია პირადი ცხოვრების მოსაწყობად. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან. კარგია მგზავრობა ან სადმე გასვლა, განსაკუთრებით-რომანტიკულ ჭრილში.


10.თხის რქა

ცვლილებები თვის დასაწყისშივე იჩენენ თავს. გარდამტეხი პერიოდი კი 3 ოქტომბრიდან იწყება. თვის მთავარი რჩევა-იყავით გულწრფელნი და ნუ შეგეშინდებათ ახალი შენაძენის დროს გადაჭარბების. სამსახურში მოსალოდნელია ძირეული ცვლილებები. უმჯობესია, თუ თავად გახდებით ამ ცვლილებების ინიციატორი. ეს ყველა სფეროში მომუშავე თხის რქებს ეხებათ.

რაც შეეხება პირადს, ყველა საშუალება გექნებათ ხელთ იმისთვის, რომ საქმეები უკეთესობისკენ შეცვალოთ.


11.მერწყული

3 ოქტომბრის შემდეგ მერწყული ძალების მოზღვავებას იგრძნობს და უფრო თავდაჯერებული გახდება. სამსახურს რაც შეეხება, კონკურენტებს შანსს არ დაუტოვებთ. გამოიყენეთ თქვენი მომხიბვლელობა და პრობლემა, რომელიც აქტუალურია, უკვალოდ გაქრება.

თუ პირადში რამის შეცვლა გსურთ, უკეთეს პერიოდს ვერ ინატრებთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.


12.თევზები

ოქტომბერში იმ წრის გამოცვლა მოგიწევთ, რომელშიც ტრიალებთ. ეს თქვენს შეცვლასაც გამოიწვევს.თვის შუა რიცხვებისთვის თქვენი გატაცება შესაძლოა შემოსავლის და ოპტიმიზმის წყაროდ იქცეს. სწორედ ოქტომბერში მოიფიქრებთ პროექტებს და გაგიჩნდებათ იდეა, რომლებიც თავის განვითარებას ნოემბერში ჰპოვებენ.



0
216
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0