x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადება: „მოხარშული დედალი მაინც გამომიგზავნეთ პალატაში"

image


ტელეკომპანია "მაესტროს" და რადიო „მაესტროს 94.7“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ყოფილი "ნაციონალიური მოძრაობის" სატელევიზიო გამოსვლას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება. ის საკმაოდ კრიტიკულ სტატუსს აქვეყნებს:

.

"არ მიყვარს წუწუნი არც ახლა ვწუწუნებ და... ვახ რას მოვესწარი, "ნაცები" და ყოფილი "ნაცები" რომლებმაც ჩემი: ჯანმრთელობის ნაწილი, ცხოვრების წლები, ჩემი "შობილი" ტვ წაიღეს, სხედან ტვ ში და ამბობენ -2012 ში უნდა წაგვეგო და წავასულიყავით ცუდი ხელისუფლება ვიყავითო... მოხარშული დედალი და 1კგ ვაშლი მაინც გამომიგზავნეთ "სეტკით" პალატაში". - წერს მამუკა ღლონტი.

.

შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ მამუკა ღლონტს ტელეკომპანია „მაესწტრო“ წაართვეს, თუმვა ამ ეტაპზე მის მფლობელობაში რჩება რადიო მაესტრო, 94.7 რომელიც ერთერთი პოპულარული საინფორმაციო რადიო მაუწყებელია ფმ დიაპაზონზე.


„მაესტრო“ ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ფილიალად აქცია.“- ამის შესახებ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა „ტვ პირველის“ ეთერში მოსამართლის მიერ ტელეკომპანიის ლოგოს „უცნობისთვის“ მიკუთვნების თემაზე საუბრისას განაცხადა:


„მაესტრო“ ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ფილიალად აქცია. რუხაძემ ბრენდი ზემდგომებთან ერთად წაგვართვა. ესენი არიან გიორგი კვირიკშვილი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები“-განაცხადა მამუკა ღლონტმა.


მისივე განცხადებით, ადრე თუ გვიან „მაესტროს“ დაიბრუნებენ:

„კერძო საკუთრება წართვეს ადამიანს. ევროპული სასამართლოს იმედი მაქვს“.


შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ტელეკომპანიის “ლოგო” გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.

0
392
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0