x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ულამაზესი სახლი, რომელშიც მოჩვენებები ბინადრობენ 1.9 მილიონ აშშ დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ
image

ხუთსართულიანი ვიქტორიანული სტილის სახლი, რომელიც 1 La Veta Place-ში მდებარეობს, 1890 წელს აშენდა. მისი ამჟამინდელი ფასი ბაზარზე 1.9 მილიონი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ მისი მფლობელები საკმაოდ ცნობილი ადამიანები იყვნენ. კერძოდ, Homes.com-ის ცნობით, სახლი სხავადასხვა დროს ეკუთვნოდა რეჟისორ ადამ ბრუკს, მომღერალ ინგრიდ მიკელსონსა და რეპერ Matisyahu-ს.

image

სახლი იმით არის გამორჩეული, რომ რეალური ადამიანების გარდა, მასში მოჩვენებებიც ცხოვრობენ.


image

1960 წლიდან სახლის მესაკუთრე ჰელენ აკლი, რომელიც შენობას 22 წლის განმავლობაში ფლობდა, საკუთარი თვალით განუწყვეტლივ ხედავდა მოჩვენებას, რომელსაც ერთხელ გაესაუბრა კიდეც. ჰელენის თქმით, ერთ დღეს იგი ჭერს ღებავდა და 8 ფუტიან კიბეზე იდგა, როდესაც ოთახში მოჩვენება შენიშნა. ჰელენმა კი ჰკითხა მოსწონდა თუ არა ფერები, რომლითაც იგი ჭერს ღებავდა. მოჩვენებამ გაუცინა და თავი დაუქნია.

image

ჰელენის თქმით სახლში მცხოვრები მოჩვენებებიდან 3 ცნობილი ადამიანი იყო. ერთ-ერთი მათგანი კი ხშირად სტუმრობდა მისი ქალიშვილის ოთახს. იგი საწოლის შერყევით აღვიძებდა ოთახში მყოფ ბავშვებს. ბოლო მოჩვენება კი ამერიკის რევოლუციის დროს მცხოვრები ლეიტენანტი Sir George გახლდათ. იგი ჰელენის ვაჟს პირისპირ შეეჩეხა და თვალი თვალში გაუყარა.

image


ჰელენს სახლის გაყიდვის შემდეგ, ახალმა მესაკუთრემ Jeffrey Stambovsky-იმ უჩივლა, ვინაიდან გამყიდველმა დაუმალა სახლში სხვა პირების არსებობის ფაქტი. Stambovsky-ს საკუთრებაში 650000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი. სარჩელი კი 1991 წელს იქნა სასამართლოში შეტანილი მის მიერ. თავდაპირველად სარჩელის დასაშვებობის საკითხი საეჭვო იყო, თუმცა შემდეგ ისე მოხდა, რომ ახალმა მესაკუთრემ დავა მოიგო და გადახდილი თანხიდან 33000 აშშ დოლარი დაიბრუნა.

საინტერესოა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულ იქნა, რომ ჰელენი ვალდებული იყო მოჩვენებების მიერ დასაკუთრებული სახლი “მოჩვენებებისგან გაეთავისუფლებინა" და ისე ჩაებარებინა შემდგომი მესაკუთრისთვის.

image

სახლი, რომელიც ამჟამად სრულად განახლებულია, მდებარეობს მდინარე ჰადსონთან და ტყით არის გარშემორტყმული. სახლში 5 საძინებელი და 5 სველი წერტილია. სამზარეულო გაფორმებულია ვიკინგურ სტილში, შავი ავეჯი. სახლს ახლახანს დაემატა დიდი სივრცის ავტოფარეხიც, ნათქვამია Homes.com-ზე.

image

image

imageimageimageimageimage




0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0