x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
გია კორკოტაშვილის პარტია “ქართული მისია” პარლამენტში მოსასვლელად ემზადება
image


გია კორკოტაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და ამის შედეგად აქტიურ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ობიექტივი”-ს ეთერში ღამის სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა.


“ქართული მისია” ეს არის გია კორკოტაშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მომავალში, თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ აქტივობებს აპირებს.


როგორც გია კორკოტაშვილი აღნიშნავს, ქართული ოცნების ხელისუფლება დაშორდა ხალხს და პარლამენტში მისი შესვლის ერთ-ერთი მიზანიც იმ ჩატეხილი ხიდის აღდგენაა, რომელიც მოქლაქეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებობს, როდესაც ამომრჩეველთან კომუნიკაცია ფაქტობრივად დაიკარგა.



კორკოტაშვილი მიიჩნევს, რომ ის ამას გასული წლების განმავლობაშიც ცდილობდა და ხელისუფლებას ბევრ რჩევას აძლევდა, თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ საზოგადოებრივი აქტიურობა შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ნულოვანი ბარიერით ისარგებლოს და მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი გუნდით მიიღოს მონაწილეობა.


გია კორკოტაშვილი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებში ღიად აფიქსირებს, რომ ბევრი რამ არ მოსწონს და ხელისუფლება ვალდებულია მხარდამჭების დასაბრუნებლად გარკვეული მიდგომები შეცვალოს და ხალხისთვის სასურველი ნაბიჯები გადადგას. ამ მიზნით კორკოტაშვილი ბოლო წლებში სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებს ახორციელებს.

1
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
115
  
2019, 3 ოქტომბერი, 12:34
ამას ხომ სახეზე აწერია რაც არის - არარაობა!
0 1 1