x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"საღამოს საათები კარგია ლოცვისა და მაგიური რიტუალებისთვის, მათ შორის ფულის მოსაზიდად" - 3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
image



ასტროლოგი ხათუნა ნოელი 3 ოქტომბრის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რჩევებს გვაძლევს:


"3 ოქტომბერი, ხუთშაბათი - მერკური ტოვებს სასწორის ნიშანს და მორიელში გადადის. ის აქ 9 დეკემბრამდე იმოძრავებს. ეს ცოტა არ იყოს ენამწარეებს და სარკასტულებს გაგვხდის, სამაგიეროდ კარგია ბიზნესისათვის. ვაჭრობის სფეროც მთელი დატვირთვით ამუშავდება. შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანში ნევროზულობამ და შფოთვამ იმატოს. ზოგს კი იდუმალებისაკენ, დაფარულისაკენ გაუჩნდეს ლტოლვა. თუ პირად რუკაში მერკური დაზიანებულია, არაა გამორიცხული ტყუილების თქმა მოგიწიოთ, ან რაღაცის დამალვა მაინც. თუმცა როგორი დაძაბული ასპექტებიც არ უნდა ჰქონდეს თქვენს მერკურის, მისი ღრიანკალში მოძრაობის პერიოდში გპირდებით რომ განსაკუთრებულად პრაქტიკულნი და გონებამახვილნი იქნებით.


გამოიყენეთ ეს პერიოდი სერიოზული საქმეების მოსაგვარებლად, დასკვნების გამოსატანად, ახალი გზების მოსაძიებლად, მოკლედ ყველაფერი იმისათვის, რასაც გონების ძალით გადაწყვეტთ.



რაც შეეხება უშუალოდ ამ დღის მერკურიანულ საქმეებს - ვაჭრობა იქნება თუ სხვადასხვა საბუთების გაფორმება - ეს შესაძლოა პრობლემური აღმოჩნდეს, რადგან ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა ადაპტაციას მოითხოვს.


საღამოს საათები კარგია მედიტაციისათვის, სხვადასხვა მაგიური რიტუალებისათვის, მათ შორის ფულის მოსაზიდად".

0
602
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0