x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
12 ემოჯი, რომელსაც აქამდე არასწორად იყენებდით
imageადამიანებს ემოჯიებთან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ: ერთი მხრივ, ისინი გვეხმარება, ემოციები სიტყვების გარეშე გადმოვცეთ, ხოლო მეორე მხრივ, ხშირად ვერ ვიგებთ, რისი თქმა სურდა ადამიანს, რომელმაც ესა თუ ის ემოჯი გამოგვიგზავნა. ერთი რამ, რაც ეჭვგარეშეა, ისაა, რომ ეს პატარა, უნიკალური ქმნილებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.


სმაილები და ემოციების გამომხატველი სხვა სიმბოლოები ინტერნეტ-კულტურის ნაწილია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, მათი სწორი მნიშვნელობა ვიცოდეთ. სტატიაში გაგაცნობთ 12 პოპულარული ემოჯის საიდუმლოს.








1.

ბევრ ინტერნეტ-მომხმარებელს არასწორად სჯერა, რომ ეს ემოჯი ლოცვას გამოხატავს. სინამდვილეში, ეს იაპონური ჟესტია და პატიების თხოვნაა. ამერიკული ახსნის მიხედვით კი, ეს "high-five"-ს ნიშნავს.

image








2.


ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ემოჯი კოცნას გამოხატავს. თუმცა, ალბათ, მსგავს ემოჯიში გერევათ, რომელსაც ტუჩებთან გული აქვს და ნამდვილად კოცნის ნიშანია. ქვემოთ მოცემული სიმბოლუკა კი, უბრალოდ, უსტვენს.

image








3.

ეს ერთი შეხედვით უბრალო ვარდისფერი ბაფთა კიბოსთან ბრძოლის ნიშანია, თუმცა, როგორც წესი, მას ბედნიერი მოვლენების აღსანიშნავად იყენებენ.

image








4.

გარდა იმისა, რომ ეს ემოჯი თქვენს ჩათ-პარტნიორს აჩვენებს, ქვევით დაწერილ ტექსტს მიაქციოს ყურადღება, ის იმასაც გამოხატავს, რომ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.

image








5.

მარჯვნივ გაშვერილი შეკრული მუშტი პატივისცემისა და მილოცვის ნიშანია.

image








6.

ეს სულაც არ არის ჭარხალი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, არამედ ეს შემწვარი ტკბილი კარტოფილია, რომელსაც იაპონიაში იაკი-იმოს ეძახიან.

image








7.

ეს ემოჯი კი იაპონურ კერძს, სახელად კამაბოკოს, განასახიერებს, რომელიც თევზის ნამცხვარია ვარდისფერი კრემით. ასევე, ის შეიძლება ნიშნავდეს @-სიმბოლოს იმეილებისთვის.

image








8.

ეს სიმბოლო კომიქსების წიგნიდან მოდის და "გაჩერდი"-ს ნიშნავს. ჩათში ამ ემოჯის მაშინ იყენებენ, როცა ვინმე ზღვარს გადავა ან გაღიზიანდება.

image








9.

როგორც წესი, ვფიქრობთ, რომ ეს ნიშანი აკრძალვას გამოხატავს. თუმცა, გარდა ამისა, გასაკვირად გეტყვით, რომ ინგლისურ ჩათში ის შეიძლება კოცნასაც ნიშნავდეს.

image








10.

ეს ემოჯი გამოხატავს "ტენგუს", იაპონური მითოლოგიური დემონის ნიღაბს. "ტენგუდ გახდომა" ნიშნავს, რომ ადამიანი ქედმაღალი და თვითკმაყოფილია. ჩათში ამ ემოჯის გაგზავნით პარტნიორს ანიშნებთ, რომ ის ქედმაღალი ხდება.

image








11.

გეგონებათ, თითქოს ეს ემოჯი რაღაც ცუდს განასახირებს. სინამდვილეში კი, მას აბსოლუტურად საპირისპირო მნიშვნელობა აქვს. თქვენს წინაშეა იაპონელი გოლიათი - ნამაჰაჯი, რომელიც ბოროტ სულებს განდევნის.

image








12.

აბრევიატურა NG-ს სხვადასხვნაირად განმარტავენ: no girls(არა გოგოებს), no guys(არა ბიჭებს), ზოგი კი მას გვარ Nguyen-ს უკავშირებს.

სინამდვილეში, მისი მნიშვნელობაა no good(კარგი არაა). ამ გამოთქმას აზიურ ქვეყნებში იყენებდნენ.

image


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის

image


2. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


3. ეს 10 რამ ახლავე უნდა წაშალოთ Facebook-დან!

image

0
1008
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1008
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0