x
image
ელენე გუმა
მარი ნაკანი ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა - "ისტერიჩკა ხარ და თანაც უზრდელი”
image


ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს და მის მიერ დაწერილ სტატუსს გუჩის სომეხი მოდელი გოგონას შესახებ, ეხმაურება.


თავდაპირველად ნიკა გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სომეხი წარმოშობის მოდელ გოგონაზე, ფოტოგრაფი კომენტარებშივე გამოეხმაურა.


"კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძალიან უშნო, თან რამე ფიშკა კი არ აქვს, რაც სიუშნოვეს საინტერესოს გახდის და სილამაზედ გადააქცევს. არა, ჩვეულებრივი, უშინაარსოდ უშნო გოგოა.


და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე. ეს პოლიტკორექტულობა ისედაც იდიოტიზმშია გადაზრდილი და ქართველები განსაკუთრებით მონდომებულები არიან ხოლმე ამ იდიოტიზმის ფარგლები კიდევ უფრო გააფართოვონ.

ბულინგი და დაცინვა როგორაა, გაუგებარია. გამოიყვანა და გვაჩვენა გუჩიმ და გვითხრა, რომ ნატურალური სილამაზე ესაა და უნდა აღვფრთოვანდეთ. ხოდა ჩვენი საპასუხო ემოცია რატომ არ შეიძლება გამოვხატოთ? სახლში ხომ არ მივაკითხეთ, სადღაც, წახნაძორში, ფოტო გადავუღეთ და დავცინით? არა. საჯაროდ მოხდა მისი პრეზენტაცია, მესიჯით - ნახეთ როგორი ნატურალურია და ლამაზი.

ხოდა, ნატურალურად უშნოა და ღარიბაშვილსაც გავს. ასეა ნამდვილად. და მინდა და ვამბობ."- წერდა გვარამია, სადაც მარი ნაკანი შემდეგნაირად პასუხობდა.


image


როგორც ემდეგ გაირკვა, ნიკა გვარამიამ მარი ნაკანი დაბლოკა, რის გამოც ფოტოგრაფმა სოციალური ქსელში საკუთარ გვერდზე უპასუხა.


"ბატონო Nika Gvaramia რადგან სტატუსის ქვეშ დამბლოკეთ და იქ ვერ გწერთ პასუხს, აქ გაგცემთ

რაო გუჩიმ, მოგიხადათ უკვე ბოდიში თავისი უნიჭო ქასთინგის გამო?
მართლა როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ? ყოვლად დაუშვებელია მსოფლიო პოდიუმზე გამოიყვანო ასეთი უშინაარსო და უშნო გოგო რაა, ბოლოსდაბოლოს
ჯერ ხომ თქვენთვის უნდა ეკითხა!
ის კი არა პედრო ალმადოვარიც უნდა დავაყენოთ კუთხეში, რანაირ ქალებს ირჩევს, რა წესია?
მოდით ოფიციალური წერილი მივწეროთ მსოფლიოში სულ ყველაა სააგენტოს რომ ნიკა გვარამიას გარეშე არც ერთი ქალი აღარ აღიარონ.
მერე რა რომ ყველას თავისებური ხედვა აქვს, მერე რა რო მხატვარს აქვს უფლება დახატოს ის, ვინც უნდა. მთავარია ნიკა გვარამია რას იფიქრებს ! ის ხომ დიდი ექსპერტია"- დაწერა ფოტოგრაფმა, რაზეც გვარამიას ჯერ-ჯერობით არ უპასუხია.

2
2282
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2282
  
2019, 3 ოქტომბერი, 11:07
ისე ღარიბაშვილს ცოტათი მართლა გავს, მართაალი თქვა იმ პიჟონმა :)
2019, 3 ოქტომბერი, 9:15
გენაცვალე, მარი!!!!!
0 1 2