x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კიევის მახლობლად მოკლეს საქართველოს №1 ტერორისტი შოთა ჭიჭიაშვილი
image

უკრაინაში კიევის მახლობლად სოფელ ხოტიანოვკაში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით საქართველოს მოქალაქემ ათი დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა. სამართალდამცავების განცხადებით ბრალდებული სამშენებლო ვაგონში იმალებოდა.
imageimage


როგორც ირკვევა მოკლული საქართველოს მოქალაქე ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი შოთა ჭიჭიაშვილი აღმოჩნდა.



აღსანიშნავია, რომ მოკლული ჭიჭიაშვილის სახელი გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა, რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნომერ პირველ ტერორისტად ცნობილი ბანდის ყოფილი წევრი, კონსტანტინე ციხისთავი მათ ციხიდან დაუკავშირდა დ განაცხადა, რომ გიორგი სანაია შოთა ჭაჭიაშვილმა მოკლა და რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა შევარდნაძის მთავრობაში დაიგეგმა.ციხისთავმა სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილიც (ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი) დაასახელა; ციხისთავმა ახსენა ასევე ვიდეომასალა, რომელიც წლების განმავლობაში ფიგურირებდა სანაიას საქმეში (შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე ყოველთვის გიორგი სანაიასთვის პანკისიდან ჩამოტანილ ვიდეოკასეტაზე საუბრობდა, რომელიც სანაიას პარლამენტის ფოიეში გადასცა, თუმცა გამოძიების საქმის იფიციალურ მასალებში კასეტა არ ფიგურირებს)

image


შოთა ჭიჭიაშვილის სახელი ფიგურირებს დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეშიც. თარგამაძის მტკიცებით, მისი მანქანის აფეთქების უკან სწორედ ჭიჭიაშვილი დგას. თარგამაძის მანქანა 2016 წლის 4 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისში, ათონელის ქუჩაზე ააფეთქეს.



შოთა ჭიჭიაშვილს საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული ჰქონდა, მის სახელთანაა დაკავშირებული ადამიანთა ყველაზე გახმაურებული გატაცებები, მათ შორის: ესპანელის ბიზნესმენების ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის, "აგრობიზნესბანკის"" თანათავმჯდომარე პიტერ შოუს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის და სხვა.


კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილმა ციხე 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა. მას ადამიანის გატაცებებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

image
0
213
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0