x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გარდაიცვალა ჩეხეთის პოპ-მუსიკის მეფე კარელ გოტი
image80 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხეთის პოპ-მუსიკის მეფე კარელ გოტი, სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ მას აღმოაჩნდა მწვავე ლეიკემია.იგი პრაღის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.


კარელ გოტი იყო ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი და იგივე რაც ბრიტანეთისთვის "ბიტლზი", შვედეთისთვის "აბბა" ან რუსეთისთვის ალა პუგაჩოვა.



24 წლის იყო კარელ გოტი, როდესაც პირველად მიანიჭეს"ოქროს ბულბულის" ტიტული, როგორც წლის ყველაზე პოპულარული შემსრულებელი. მას ეს წოდება კიდევ 40-ჯერ მიენიჭა, უკანასკნელი 2017 წელს.



კარელ გოტი პოპულარული იყო არა მხოლოდ სსრკ-სა და სოციალურ ბანაკში. დასავლეთ გერმანიის პრესა მას უწოდებდა "აღმოსავლეთის სინატრას" (გერმანიაში, სხვათა შორის, ის დღესაც პოპულარულია), ფრანგებმა აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი ფენომემალური ხმით, ხოლო ლას-ვეგასში გამოსვლის დროს მასთან მათ დაუყოვნებლივ გააფორმეს ექვსწლიანი კონტრაქტი. ხოლო კანში ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსზე იგი გაუტოლეს იმ დროის ერთ – ერთ უპირველეს ვარსკვლავს ტომ ჯონსს.




კარელ გოტს "პრაღის ოქროს ხმას" უწოდებდნენ, არ არის ზუსტი მონაცემები თუ რა რაოდენობის ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოში მოღერალს, თუმცა მარტო ჩეხეთში და სლოვაკეთში მისი ალბომების 15 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, რისთვისაც იგი ერთადერთი ხელოვანია, რომელცი ჩეხეთის უპირველესმა ლეიბლმა "სუპრაფონმა" ბრილიანტის სერტიფიკატით დააჯილდოვა.


კარელ გოტი სიმღერებს ასრულებდა ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, ებრაულ, ესპანურ, რუმინულ, პოლონურ, უნგრულ, სერბულ-ხორვატულ, სლოვაკური და სხვა ენებზე, თუმცა ყველაზე პოპულარული ჩეხური და გერმანულენოვანი ალბომები იყო.


ამის გარდა კარელ გოტი თანამშრომლობდა კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მუსიკალურ ლეიბლებთან.




1
243
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
243
  
2019, 2 ოქტომბერი, 23:34
მთავრდება მეოცე საუკუნე :(
0 1 1