x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მამამ 6 წლის ბავშვი, რომელიც ბანაობისას ,,დემონურ ხმებს" გამოსცემდა, სასტიკად მოკლა
image

31 წლის პაბლო მარტინეზს, რომელიც არიზონაში, ტოსკანის მახლობლად მდებარე Pascua Yaqui Indian Reservation-ში ცხოვრობს, ბრალი წაუყენეს საკუთარი 6 წლის შვილის მკვლელობისთვის.

image

ბრალდებულმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ბავშვი დაბანის პროცესში არაბუნებრივად ბრაზდებოდა და საშინელ ხმებს გამოსცემდა. პაბლო მარტინეზმა მას პირი გააღებინა და მდუღარე წყალს ასხამდა დაახლოებით 5-იდან 10 წუთამდე. მისი თქმით, იგი ცდილობდა ბავშვის სხეულიდან დემონის გამოდევნას.



image

ოჯახის წევრები, კერძოდ ბავშვის დედა რომელია მარტინეზი და პაბლოს შვილობილი აბაზანის კარებთან იდგნენ და ცდილობდნენ აბაზანაში შეღწევას, თუმცა კარი დაკეტილი იყო.


image

რომელია მარტინეზმა იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ პოლიცია გამოეძახებინა, მოძღვარს დაურეკა, რომელმაც არ უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ კი დარეკა პოლიციაში. პაბლო მარტინეზმა ეგზორციზმის შემდეგ ბავშვს ცივი წყალი დაასხა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო. როდესაც სამართალდამცავები სახლში შემოვიდნენ, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იწვა ბალიშზე და აღარ სუნთქავდა.


ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანისას, ექიმებმა დაადასტურეს, რომ მას სხეულის 15% ჰქონდა დამწვარი.


image

პოლიციელთა შემოსვლისას, პაბლომ განაცხადა, რომ იგი არ იყო ისეთ მდგომარებაში რაიმე განაცხადი რომ გაეკეთებინა და მომხდარი გაეცნობიერებინა.


პაბლოს ცოლმა რომელიამ კი აღნიშნა, რომ ბავშვი ნამდვილად დემონურად იქცეოდა.


ამჟამად FBI-ისა და the Pascua Yaqui Police-ს შორის მიმდინარეობს ერთობლივი გამოძიება. პაბლო მარტინეზს პირველი ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი.


მომხდართან დაკავშირებით მეზობლებიც აკეთებენ განაცხადს, და ამბობენ, რომ მარტინეზის ქმედება გამაოგნებელია და დაუშვებელია ის, რაც მან ჩაიდინა.




1
509
2-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
509
  
2019, 28 ოქტომბერი, 21:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1