x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა გია ყანჩელი

image

დღეს დილით 84 წლის ასაკში, გარდაიცვალა გენიალური ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი.ბოლო პერიოდში იგი ავადმყოფობდა და ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.




დაიბადა თბილისში 1935 წლის 10 აგვისტოს, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. 63 საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.


გია ყანჩელი რამდენიმე ოპერის და სიმფონიის ავტორია, მათ შორის:ოპერა 1983 „და არს მუსიკა“ (1983 წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); სევდა ნათელი “- ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.);საღამოს ლოცვები (Abendgebete) (1991)და სხვა.



მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები) და სხვა


მუსიკა კინოფილმებისთვის: "ზღვის შვილები"„არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, "არ იდარდო"„მიმინო“, როცა აყვავდა ნუში". „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე "და სხვა.


2015 წელს ბერლინში "კონცერტჰაუზის“ისტორიულ დარბაზში ანშლაგით ჩატარდა გია ყანჩელის საიუბილეო საღამო, მაყურებლის წინაშე წარდგა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა რაჭველის ხელმძღვანელობით.ქართველი მაესტროს კონცერტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ბუნდესთაგის, ადგილობრივი მედიისა და კულტურის სფეროს სახელგანთქმული წარმომადგენლები დაესწრნენ.


გია ყანჩელის ჯილდოები და პრემიები:

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1988 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1987 - პრიზი "ნიკა", კინომუსიკისათვის
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი


2
137
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
137
  
2019, 2 ოქტომბერი, 23:41
მართლაც სრულდება მეოცე საუკუნე :(
2019, 2 ოქტომბერი, 10:33
ფიზიკური სიკვდილი რა მოსატანია, როცა ასეთ მუსიკას უტოვებ ერს(( თავს ვიხრი, ბატონო გია, თქვენი ხსოვნის წინაშე(
0 1 2