x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სააკაშვილს ჰყავს ფანკლუბი, რომ უთხრას, ელტონ ჯონს სიმღერებს მე ვუწერდიო, დაიჯერებენ” – ნანა დევდარიანი
image


“სააკაშვილს ჰყავს ფანკლუბი და რომ უთხრას, ელტონ ჯონს სიმღერებს მე ვუწერდიო, დაიჯერებენ” – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა ტელეკომპანია “ობიექტივი”-ს ეთერში ღამის სტუდიაში სტუმრობისას.


ეს კომენტარი ყოფილმა ომბუდსმენმა სააკაშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რა დროსაც სააკაშვილი ირწმუნებოდა, რომ საქართველოში 600 ეკლესია აღადგინა.

.


„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს... უამრავი ეკლესია მაქვს აშენებული და აღდგენილი, მათ შორის ბაგრატი“ - სააკაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან „მთავარ არხზე“ გვარამია-კვესიტაძის „კვირის აქცენტებში“ ოდესიდან პირდაპირი ჩართვისას გააკეთა, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ეკა კვესიტაძის რეპლიკა მოჰყვა.

.

„ასე ბიძინა ივანიშვილს თქვენზე მეტი ეკლესია აქვს აღდგენილი“ - აღნიშნა კვესიტაძემ.

.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანული და ქართული ტრადიციებისგან დაშორება მომხდარიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ნიკა გვარამიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ჰკითხა, თუ რა ფუნდამენტური სხვაობაა მასსა და გიგა ბოკერიას შორის, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ბოკერიასგან განსხვავებით, ის მართლმადიდებელი ქრისტიანია.

.

„უახლოეს თვეებში ჩამოვალ საქართველოში“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტები“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში.

.

„არ მეშინია ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა. ახლანდელი მთავრობა ძალიან სუსტია. ეს არის სცენარი, რომ საქართველო აღარ მოითხოვს დამცირებას. ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებით“, - ამბობს სააკაშვილი.

.

მისი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც შარშან საპრეზიდენტო არჩევნებმა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. „ჩვენ მოგვპარეს პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვკარგავთ წარმოუდგენელ პერსპექტივებს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

.

კითხვაზე, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრონ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს კიევის კომფორტში ცხოვრებას და ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს.

.

ამავე თემაზე: „ჯვარს ვატარებ, მართლმადიდებელი ვარ, არ მინდა აღმაშენებელს შევედარო, მაგრამ 600 ეკლესია მაქვს აღდგენილი“ - სააკაშვილი

2
469
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
469
  
2019, 2 ოქტომბერი, 12:28
შენთვითონ ვინ ხარ შე იდიოტო შენა!!-იდიოტების კლუბის მუდმივი და შეუცვლელი წევრი ხარ დაბადებიდან!-კარგად გვახსოვს შენი წარსულიცა და შენი ნამდვილი სახეც ვიცით!!!
2019, 2 ოქტომბერი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2