x
image
ელენე გუმა
"ზურას მკვლელობის საქმის "წამოძახებამდე" ერთი ნაბიჯია დარჩენილი! "
image
ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან “მთავარ არხს” მისცა და გიგა ბოკერია მართლმადიდებლობის მტრად გამოაცხადა, მოგვიანებით კი ბოკერიამ მას სამარცხვინო ფარისეველი უწოდა.


როგორც ხოფერიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ზურას მკვლელობის საქმის “წამოძახებამდე” ერთი ნაბიჯია დარჩენილი! წავა და თავის ნაგავსაც თან წაგიყოლებთ!


"როგორ მოკრძალებულად და ქრისტიანულ მორალზე აპელირებით ეპასუხებიან ევრონაცები ბელადს...
ემანდ, გიჟია და ვაბანკზე არ წავიდესო.
სირცხვილია, ფარისევლობაა, არ ეკადრება... უი, უი... როგორ ახატია მიშას ეგ თქვენი სექსუალური კვნესები....
ერთი, რაც არ ახატია და ჯერ ისევ აჩერებს, ჟვანიას გარდაცვალების ფაქტია. ჰო და, სადაც ეკლესიასთან და მართმადიდებლობასთან ბოკერია და მისი "კრიშების" ბრძოლის ფაქტს შეეხო, რადგან ტაბუ მოხსნა დაფინანსების ძირითადი მიზნების და წყაროების დასახელების ალბათობას, რადგან გაფრთხილება მიიღეთ, გახსოვდეთ, ზურას მკვლელობის საქმის "წამოძახებამდე" ერთი ნაბიჯია დარჩენილი! წავა და თავის ნაგავსაც თან წაგიყოლებთ!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia კიდევ დიდხანს უნდა გელოდოთ?...
იცვლება მსოფლიო წესრიგი! თქვენ კი, მაინც არაფერი გშველით!" - წერს ხოფერია.


„მთავარ არხზე” საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას „ანტიქრისტიანულ და ქართული ტრადიციების საწინააღმდეგო” ქმედებებში ადანაშაულებს.



როგორც სააკაშვილი ამბობს, ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო „ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”.


მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში ისიც განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებას უახლოეს თვეებში გეგმავს.


სააკაშვილს იმედი აქვს, რომ ქართველ ხალხთან ერთად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.


მისივე თქმით, ამ საკითხზე მას კონსულტაციები აქვს როგორც პოლიტიკოსებთან, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეებთან.


“უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. მე არ მეშინია ჩემს სამშობლოში დაბრუნების და ჩემს მოქალაქეებთან საუბრის. ისინი ძალიან სუსტები არიან და საერთოდ ვეღარ გაუწევენ წინააღმდეგობას ქართველ ხალხს”- განაცხადა სააკაშვილმა.


ამავე თემაზე:


ნინია კაკაბაძე სააკაშვილზე - "ერთ ხელში ჯვარს დაიჭერს, მეორეში კომბალს და ფეხშიშველი კი მოვა"


"გამოვიდა სააკაშვილი და მიაფსა ორივეს... ნიახურივით! "

1
360
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
360
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1