x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
„თქვე ნაგვებო... არავინ გაბედოს ემიგრანტი დედიკენ ხელის გაშვერა, რომელიც 18 წლის შვილის მსგავსად კორპუსიდან გადახტა..."
image
ორგანიზაცია „ემიგრანტის იმედის“ ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე გუშინ, წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, ემიგრანტი დედის მისამართით დაწერილ კომენტარებს პასუხობს.


როგორც სიხარულიძე წერს, არავინ გაბედოს და ემიგრანტი დედისკენ ხელი არავინ გაიშვიროს!


"თქვე ნაგვებო, არავინ გაბედოს და ემიგრანტი დედისკენ ხელი არავინ გაიშვიროს! რის გადატანა უწევთ საზღვარგარეთ ეს მე ვიცი 14 წელია შოთო სიხარულიძემ! ვისაც არ გამოუცდია ვერც ვერასოდეს გაიგებს სწორად! მათი შვილების უკეთესობისკენ მათი სწავლა განათლებისთვის არიან გადახვეწილები, რამდენ ემიგრანტს უტირია ჩემთან სკაიპში მესენჯერში ვიდეოთვალით ეს მხოლოდ მე ვიცი და მოუყოლიათ მათი პირადი ოჯახის ისტორიები.... არ გაბედოთ და ემიგრანტი დედა რომელიც 18 წლის შვილს უკან მიჰყვა და ისიც 9 სართულიანი კორპუსიდან გადახტა და თავი მოიკლა გააკრიტიკოთ რომ წერთ ჩამოსულიყო და აქ მიეხედა ახლა რაღა შველოდა მაგასო... და კიდევ უამრავ სასწაულ კომენტარს წააწყდებით.....

სანამ ზოგიერთებს ლიფსიტებივით დაგალაგებთ ერთმანეთზე... საკატლეტე მანქანაში გაგატარებთ და თქვენივე კატლეტს მივართმევ, თქვენივე შთამომავლობას ჩაიგდეთ მუცელში გველეშაპის ენები" - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.



ცნობისთვის, უბედური შემთხვევა გუშინ, წყალტუბოში მოხდა.

18 წლის ბიჭი კორპუსის სახურიავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.


თვითმკვლელობის შემდეგ, მისმა ემიგრანტმა დედამაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


პოლიციამ უკვე ამოიღო გარდაცვლილის ტელეფონი და კომპიუტერი. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი ახლობლები.


ერთ-ერთი ვერსიით, 18 წლის პაპუნა მკვლელი ინტერნეტთამაშის მსხვერპლია.


გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

1
420
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
420
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1