x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ბრენსონის" საკრუიზო გემი შიგნიდან, სადაც ბავშვები კატეგორიულად არ დაიშვებიან
image

კომპანია "Virgin Voyages"- მა, რომელიც ბიზნეს-მაგნატ, რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ საზოგადოებას, უფროსებისთვის განკუთვნილი საკრუიზო ლაინერის ინტერიერი და დეკორი წარმოუდგინა, რომლის წყალში გაშვებაც 2020 წლისთვის იგეგმება. 18 წლის თუ ჯერ არ ხართ, სამწუხაროდ საკრუიზო გემზე თქვენ ვერ მოხვდებით. "ლედი სკარლეტად" წოდებული ეს მდიდრული ლაინერი, სხვა დანარჩენებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ბავშვები მის ბორტზე არ დაიშვებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე განთავსებული არც საბავშვო წყლის სლაიდები და არც აკვაპარკი არ იქნება. გემი 2800 მგზავრზე და 1150 ეკიპაჟის წევრზეა გათვლილი. კომპანია "Virgin"-ის ლოგო ქერათმიანი სირინოზია.


image


თითოეული კაბინიდან ოკეანეზე წარმოუდგენელი ხედი იშლება. საგანგებოდ, ვიპ-სტუმრებისთვის კი განკუთვნილი ოთახები ლაინერის ბოლო სართულზეა განლაგებული, სადაც ასევე ბარი და დასასვენებლი ზონაა მოწყობილი, ყოველ ასეთ ნომერს ცალკე მოსასვენებელი, მუსიკალური ინსტრუმენეტებით აღჭურვილი სივრცე გააჩნია.


imageimageimage


ბორტზე ათამდე რესტორანია განლაგებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მაღალი კლასის მექსიკური "Pink Agave"-ია, ხოლო რესტორანი "Wake"-ი ლაინერზე სავარაუდოდ ყველაზე ძვირად ღირებულ და გურმანების საყვარელ ადგილად იქცევა.


imageimage


"ბრენსონის" საკრუიზო გემი ყურადღების გარეშე არც ღამის ცხოვრების მოყვარულებს დატოვებს - "The Manor" ასე ჰქვია ღამის კლუბს, რომელსაც აღნიშნული სახელი, ბრენსონის პირველი მუსიკალური სტუდიის საპატივსაცემოდ ეწოდა.



image


გემის მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთი სივრცეებისთვის არის განკუთვნილი, როგორებიცაა - სპა-სალონები, ჰიდროთერაპიული აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, სილამაზის სალონები და იოგას სავარჯიშო სპეციალური ზონები, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, "ბრენსონის" მდიდრული ლაინერი, ულამაზესი ოკეანის ხედის ფონზე საოცნებო ტატუს გაკეთების შესაძლებლობასაც კი გაძლევთ.


imageimageimageimage


როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული კრუიზი გათვლილი ძირითადად ორ სეგმენტზე - ახალდაქორწინებულებსა და უკვე შეუღლებულ წყვილებზე იქნება, სწორედ ისინი ისარგებლებენ "ლედი სკარლეტით" ერთმანეთისთვის რომანტიკული საღამოების მოსაწყობად.


imageimageimage



0
725
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
725