x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გამოძალვა და შანტაჟი- თათარი "ბონი და კლაიდის" ისტორია
imageნაბერეჟნი ჩელნში იწყება სასამართლო შანტაჟისტი და მოძალადე-39 წლის პეტრე ბოგდანოვის და მისი ცოლის ალსუ ახმადიევას წინააღმდეგ.საქმეში ფიგურურებს აგრეთვე მათი ქალიშვილი.


ჯერ კიდევ 2017 წელს თათრეთის შსს-მ პეტრე ბოგდანოვის და ალსუს წინააღმდეგ გამოაქვეყნა ორიენტირი -ადგილობრივი "ბონი და კლაიდის" შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ სერიულ გაუპატიურებასა და გამოძალვაში.

მათი დანაშაულებრივი სქემა შოკისმომგვრელია. გამოძიების ვერსიით, ძალადობის და შანტაჟის 20 შემთხვევაში გამოძალულია 1 მილიონი რუბლი, თუმცა საქმე აღიძრა მხოლოდ სამ ეპიზოდზე.


ისტორია 2015 წელს იწყება, როდესაც ალსუ ინტერნეტით დაუკავშირდა ძველ ნაცნობს, 22 წლის ახალგაზრდას, მიხედავად იმისა, რომ ქალი მასზე 20 წლით უფროსი იყო შეთანხმდნენ შეხვედრაზე .


2015 წლის 5 მაისს ნაქირავებ ბინაში შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მოულოდნელაგ გამოჩნდა იქვე ბინაში დამალული პეტრე სმარფონით ხელში, ბიჭი ეცადა პეტრესთვის მობილურის წართმევას, მაგრამ პასუხად სახეში გაზის ბალონის შხეფები მიიღო.

ამის შემდეგ პეტრემ ახალგაზრდა ხელბორკილით დააბა, გამოუყვანა ალსუს არასრულწლოვანი ქალიშვილი, რომელსაც ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და აიძულა მასთან ორალური სექსი, შემდეგ კი ალსუსთან სექსი, ყველაფერს ამას პეტრე ვიდეოზე იღებდა.ყველაფრის დასრულების შემდეგ კამერის წინ ათქმევინა, რომ მან იძალადა არასრულწლოვან გოგოზე, შემდეგ დაემუქრა, რომ ვიდეოებს ინტერნეტში განათავსებდა, ხოლო გოგონასთან სექსს პოლიციაში წარადგენდა თუ 100 000 რუბლს არ მოიტანდა.


ასე დაიწყო ნაბერეჟნო-ჩელნის "ბონი და კლაიდის" მოღვაწეობა. სქემა ასეთი იყო:ალსუ ინტერნეტით იცნობდა მამაკაცებს, ეპატიჟებოდა საუნაში რა დროსაც დანით ხელში შემოვარდებოდა პეტრე, მსხვერპლს ადებდა ხელბორკილს და მასზე მანიპულირებდნენ ვიდეოთი, მუქარით და შანტაჟით, ფულის გამოძალვის მიზნით.



სამწლიანი "მოღვაწეობის" შემდეგ პოლიციას მხოლოდ 28 წლის ახალგაზრდამ მიმართა, სწორედ ამის შემდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ მინიმუმ 20 ასეთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მოუწოდა დაზარალებულებს მიემართათ პოლიციისთვის, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ ორი მსხვერპლი გამოცხადდა.


დანარჩენი როგორც ჩანს გაჩუმებას ამჯობინებს, არცაა გასაკვირი, კონსერვატიულ თათრეთში მათთვის რთულია გამოცხადდნენ სასამართლოში, სადაც დაწვრილებით უნდა ისაუბრონ ინტიმურ საკითხებზე.







0
270
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0