x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მონიკა ბელუჩი, ქალი რომელსაც ასაკმა ვერაფერი დააკლო და 55 წლის ასაკშიც ულამაზესია
image მონიკა ბელუჩი, მსახიობი ქალი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მამაკაცების სიყვარულის ობიექტი იყო და კიდევ წლების მანძილზე იქნება.
მის გამოჩენას საზოგადოებაში დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მისი მნახველები.
კაშკაშა მსახიობი აშკარად გამოხატული ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მცხოვრებისათვის გამოკვეთილი იერით და გარეგნობით, მისმა გამოჩენამ ევროპული კინოს გულშემატკივრებში და მაყურებლებში ფურორი მოახდინა გასული საუკუნის 90-იან წლებში.
ვნებიანი და საოცრად ლამაზი მსახიობის გვარის დანახვა აფიშაზე საკმარისი იყო იმისათვის, რომ კინოთეატრებში ფილმის საყურებლად მაყურებლის დასასწრებად საჭირო ბილეთები ელვის სისწრაფით გაყიდულიყო, მისი მონაწილეობა ფილმს გზას უხსნიდა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
გუშინ, 30 სექტემბერს იტალიური წარმოშობის ულამაზესი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი 55 წლის გახდა. ძნელია დაიჯერო მისი უახლესი სურათების მნახველმა ადამიანმა, რომ ეს ულამაზესი ქალი 55 წლისაა. ასაკის მატებამ ვერაფერი დააკლო მსახიობის და მოდელის სილამაზეს, "უბერებელი ქალი"-ასე მოიხსენიებენ მას კომენტარებში.
ბევრი ადამიანი აღნიშნავს მონიკა ბელუჩთან დაკავშირებით, რომ ფილმების "მატრიცა", "007-სპექტრი", "მისია-კლეოპატრა"-ს ვარსკვლავი საერთოდ არ ბერდება. სურათებს, რომლებსაც ის აქვეყნებს სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე მამაკაცები აღტაცებაში მოჰყავს, ქალებში კი გაოცებას იწვევს.
image




0
63
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
63