x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ნუ გააკეთებთ ნურაფერს მნიშვნელოვანს დღეს 15:44-მდე, რადგან..." - 1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
image
1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასტროლოგ ხათუნა ნოელისგან:

"1 ოქტომბერი, სამშაბათი.


ზუსტი ხდება ვენერასა და პლუტონის კვადრატი, რომლის გამოც არ ღირს უადგილო თავგადასავლებში გარევა. მოსალოდნელია - ინტრიგები, ჯარიმები, გაქურდვა, გამოძალვის მცდელობები, საერთო ფინანსებთან დაკავშირებული გაუგებრობები და უთანხმოებები. არასახარბიელო მომენტია საგადასახადო, სადაზღვევო საკითხების, აგრეთვე ალიმენტთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. ნუ ისესხებთ და ნუ გაასესხებთ ამ დღეებში ფულს. ნუ აიღებთ კრედიტებს.


პირად ურთიერთობებშიც არაა გამორიცხილი ეჭვიანობის სცენები. თუ ვინმესთან დაშორებას აპირებთ, გააკეთეთ ეს დღეს.


შუადღემდე მთვარე ე.წ. ვია კომბუსტას ანუ დამწვარ გზას გადის. ეს გახლავთ მონაკვეთი მორიელის 1 დან 15 გრადუსის ჩათვლით. უძველესი დროიდან მოყოლებული, ასტროლოგები ვია კომბუსტას მონაკვეთზე მოხვედრილ პლანეტას პრობლემურად თვლიდნენ. ამ დროის მანძილზე ჩვენი ემოციები ზარალობენ. შესაძლოა შეგაწუხოთ კუჭმა.



გარდა ამისა, მთვარეც უკურსოა 13:46-15:44-მდე. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის ბოლოსათვის გადადეთ".



ასევე ნახეთ:

1
788
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
788
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1