x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96714
  • ვიდეო:343725
  • სურათი:458600
"ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელების მხარეს იაპონელიც იბრძვის

image რუსულ საიტზე წავაწყდი სტატიას "ქართული ლეგიონის" მეთაურის მამუკა მამულაშვილის ინტერვიუს თაობაზე.
რუსი ავტორის თქმით "უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს უკრაინელების მხარეს მებრძოლი ქართული დანაყოფის "ქართული ლეგიონის" მეთაურის ინტერვიუ. მამუკა მამულაშვილი ქართველი ოფიცერია, რომელმაც მოახერხა ქართველი სამხედროებისაგან შეექმნა დანაყოფი და ის ჩაესვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში.
მამუკა მამულაშვილის თქმით კიევის მხარეს დონბასის წინააღმდეგ იბრძვიან მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან-საქართველოდან, ბრაზილიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პუერტო-რიკოდან, ბრიტანეთიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან და მექსიკიდან.
ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ მოხალისეების დიდ ნაწილს, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად ჩამოდიან საბრძოლო გამოცდილება აქვს. ბრიტანელ და ამერიკელ მოხალისეებს საბრძოლო გამოცდილება მიღებული აქვთ ერაყში და ავღანეთში.
მამულაშვილის თქმით პროფესიონალი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინსტრუქტაჟს უტარებენ.
"ქართულ ლეგიონში" მიღების მსურველებთან მამულაშვილი თვითონ ატარებს გასაუბრებას, იაპონიიდან ჩამოსულმა მოხალისემ მას განუცხადა, რომ უკრაინაში უკრაინელების მხარეს საბრძოველელად ის ჩამოვიდა რათა "რუსეთს დაუბრუნოს ვალი კურილის კუნძულების გამო".
რუსი ავტორი მამულაშვილს ქართველ დაქირვებულს უწოდებს და "ქართულ ლეგიონს" კი ამერიკული სპეცსამსახურების პროექტს უწოდებს, პროექტს რომლის განხორციელებაც მათ საქართველოში ვერ განახორციელეს.
P.S
ჩემი აზრები არ ემთხვევა რუსი ავტორის შეხედულებებს, მაგრამ მე სტატია დავდე განსახილველად და არა რუსი ავტორის შეხედულების რეკლამირებისათვის.


0
403
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
403