x
image
მაია 24
5 რამ, რაც მგრძნობიარე ადამიანის ფსიქიკას ანგრევს
image

"მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,

თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ" -

ოთარ ჭილაძე


მგრძნობიარე ადამიანი მაინცდამაინც იმ ადამიანს არ ნიშნავს ყოველ ღამით ბალიშს რომ ცრემლით ალბობს და სულელურ მელოდრამებზე ქვითინებს. ეს ის ხალხია, კარგი მედიუმური შესაძლებლობები რომ აქვთ, შესანიშნავი ინტუიცია, თანაგრძნობის უნარი და გარემოს სისასტიკეს და სიმახინჯეს მძაფრად რომ განიცდიან. ადამიანები მაღალი მგრძნობელობის უნარით… მათ სწამთ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაა შესაძლებელი, აქვთ კიდეც ამის ძალა, თუმცა შემდეგი 5 ჩვევა ხელს უშლით:


1. ემოციური რეაქციები



ისინი მძაფრად რეაგირებენ ყველაფერზე, სტკივათ ყველას პრობლემა, საკუთარიც და სხვისიც. ხშირად ერევათ კიდეც რას თავისას გრძნობენ და რას სხვისას. მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ, მელანქოლიისკენ, აპათიისკენ, ნევროზისკენ და მაღალ ემოციურ ფონზე საკუთარ თავს ვნებენ. როცა ემოციები მოგაწვებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, დაფიქრდით რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ რამეს ცვლით, შეცვალეთ, თუ არადა ეცადეთ "გაატაროთ".


2. ცხოვრების ჯანსაღი წესის უგულვებელყოფა



მგრძნობიარე ადამიანები იმდენად არიან გართულნი ზე-საკითხებით, ხანდახან მატერიაში რომ ცხოვრობენ, ავიწყდებათ და სხეულზე აღარ ზრუნავენ. იღებენ მავნე საკვებს, არ სძინავთ სათანადოდ, რაც საშინლად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

3. ყავის/ ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება



ისინი მიდრეკილნი არიან დამოკიდებულებებისადმი. მათ შორის ბევრი მწეველია. არც ალკოჰოლზე ამბობენ უარს. იღებენ მავნე საკვებს და კოფეინის დიდ დოზას, რაც, რა თქმა უნდა, ყველას ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ ამ ტიპის ადამიანებს პირდაპირ ანგრევს.


4. შინაგანი ხმის იგნორირება


მათ საოცარი ინტუიცია აქვთ, მაგრამ ხშირად ლოგიკას და საზოგადოებრივ აზრს მეტად ენდობიან, რადგან თავდაჯერება აკლიათ. ეს შეცდომაა. თქვენ საკმაოდ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ და ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებრივი ინტელექტი. უსმინეთ გულს!


5. ზედმეტი გახსნილობა



საკუთარ თავში ჩაკეტვა არ ღირს, მეგობრები საჭიროა, თუმცა საკუთარი გულის კარების ღიად დატოვებას და ყველას შიგ შემოყვანას არ გირჩევთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სამყარო ძალიან ფაქიზია და შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მოგაყენონ არასწორმა ადამიანებმა. "ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს".


6. სიბრალული



ძალიან ემპათიურები არიან, ყველას გაგება შეუძლიათ, ყველას მდგომარეობაში შესვლა და ხშირად საკუთარ თავს აზარალებენ სხვების დახმარების მცდელობაში. ამით შანტაჟისტები და მანიპულატორები ბოროტად სარგებლობენ. ენერგოვამპირებისთვის პირდაპირ საკვები წყარო ხართ. ეცადეთ გაარჩიოთ საკუთარი პრობლემები სხვისი პრობლემებისგან და ისწავლოთ, ვინ იმსახურებს თქვენს სიბრალულს და ვინ არა. დაეხმარეთ, მაგრამ ისე, რომ თქვენ არ დაზარალდეთ.


5. ხალხმრავლობა


image


სოციალიზაცია კარგია, გართობაც. მაგრამ თქვენ იმდენად მგრძნობიარე ხართ, სხვების ნეგატიურ ენერგიას ადვილად იღებთ. ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებში ამიტომ იღლებით. ქაოსი საშინლად მოქმედებს თქვენზე, ამიტომ ეცადეთ მოერიდოთ. პერიოდულად მარტოობაც გესაჭიროებათ, თქვენ თავთან დარჩენა, რადგან ამ გზით ენერგიის აღდგენას მოახერხებთ.


ასევე ნახეთ:


ყველა ავადმყოფობის სათავე ჩვენს ფსიქიკაშია - რომელ ავადმყოფობას რა იწვევს და როგორ უნდა მოვირჩინოთ თავი


როგორ აისახება ჩვენი ფიქრები და ემოციები ჩვენივე ცხოვრებაზე


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


10 სახის ენერგოვამპირი, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ


ადამიანის განვითარების ოთხი საფეხური კარლ იუნგის მიხედვით - შენ რომელ ეტაპზე ხარ?


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
3408
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3408
  
2019, 4 ოქტომბერი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1