x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
შიდსის საწინააღმდეგო სომხური პრეპარატი "არმენიკუმი"
image


1999 წელს მსოფლიო მასმედიიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში შექმნეს უნიკალური პრეპარატი, რომელიც "20საუკუნის შავ ჭირს" (შიდსს) დაამარცხებდა.


პირველი მოხალისე, ვისზეც გამოსცადეს "პრეპარატი" იყო მეზღვაური ბალტიისკიდან 20 წლის ნიკოლაი კოლესნიკოვი, მას შიდსი ტერმინალურ სტადიაში ჰქონდა, მთელი სხეული ფურუნკულებით დაფარული. იგი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს, როგორც უიმედო. სომხებმა მას "არმენიკუმით" მკურნალობა შესთავაზეს, იგი დათანხმდა. ერევანში მას "არმენიკუმის" ინექციები გაუკეთეს და განაცხადეს, რომ მორჩა. ამას პაციენტიც ადასტურებდა. იგი სახლლი დაბრუნდა, სადაც მალე მოკვდა.


1999 წელს ბი ბი სი-მ ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შემდეგაც გაირკვა, რომ პრეპარატი "არმენიკუმის" ძირითადი
შემადგენელი კომპონენტი იყო... იოდი.



ამის მიუხედავად, უამრავი შიდსით დაავადებული ჩადიოდა ერევანში და "მკურნალობდა" "სომხური სასწაულით". სომხეთმა დიდი პიარი, ხოლო "პრეპარატის" შემქმნელებმა დიდი ფული იშოვნეს.



1
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
92
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1