x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ოჯახის კულტი და სექსი მესამე რეიხში
image


ჰიტლერი ამბობდა, რომ ყოველი ბავშვის დაბადება არის ბრძოლა, რომელსაც გერმანელი ქალი ეწევა გერმანელი ერის შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის და ყოველი ახალშობილი გერმანელი, გერმანელი დედის მიერ პირადად მისთვის მიძღვნილი დიდი საჩუქარია.


- აბორტები მესამე რეიხში იყო აკრძალული, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ექიმს, რომელიც არალეგალურ აბორტს გააკეთებდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.


- ცოლ-ქმარი, რომელსაც შეეძლო შვილის ყოლა მაგრამ შეუღლებიდან 5 წლის მანძილზე ბავშვს არ იყოლიებდა სოლიდური თანხით ჯარიმდებოდა.



- მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფოს მხრიდან ეძლეოდა ყოველთვიური სოლიდური ფინანსური დახმარება.


- გერმანელი ქალი, რომელიც სამშობლოს 4 შვილს გაუჩენდა, ჯილდოვდებოდა "დედის ჯვრით". "დედის ჯვარი" იყო 3 ხარისხის: ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროსი. ოქროს ჯვრით აჯილდოვებდნენ ქალს, რომელმაც 8 და მეტ შვილს გააჩენდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მრავალშვილიანი იყო ოჯახი, მით მეტ ფინანსურ დახმარებას იღებდა სახელმწიფოსაგან.



image


- მესამე რაიხში განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცეოდა რეიხისათვის დაღუპული სამხედროებისა და პოლიციელების ქვრივებს და ობლებს. ისინი ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი იყვნენ. ადოლფ ჰიტლერის პირადი ინიციატივით, სახელმწიფო მზრუნველობას იჩენდა არა მარტო მათი ცოლებისადმი, არამედ შეყვარებულებისა და საცოლეებისადმიც კი: თუ გოგო წარმოადგენდა მტკიცებულებას, რომ დაღუპული მეომარი მის ცოლად შერთვას აპირებდა, ისინი სარგებლობდნენ დაღუპული მეომრების ქვრივების ყველანაირი პრივილეგიით, ლგოტებითა და სახელმწიფო პენსიით. ასეთი მტკიცებულება იყო საქმროს მოწერილი წერილები ფრონტიდან, მეზობლებისა და საქმროს ნათესავების ჩვენებები. გოგონებს, რომლებიც ასეთი ქორწინებით ქორწინდებოდნენ გარდაცვლილ მეომრებზე უწოდებდნენ "დაღუპულ მეომართა ცოლებს".


- არიული რასის გასამრავლებლად მსოფლიოში მესამე რეიხში მუშავდებოდა მრავალცოლიანობის შემოღების გეგმა. გეგმის შემუშავება და რეალიზება ადოლფ ჰიტლერმა დაავალა ჰიმლერს. გეგმის მიხედვით მეორე ცოლის მოყვანის უფლება საწყის ეტაპზე უნდა მისცემოდათ SS–ისა და ვერმახტის ოქროს, რაინდისა და რკინის ჯვრის (1კატეგორიის) კავალერებს, აგრეთვე ხელჩართულ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის ოქროსა და ვერცხლის ნიშნებით დაჯილდოვებულებს.


- არიული რასის შემდგომი სრულყოფისა და განვითარების მიზნით შეიქმნა "ლებენსბორნი" (სიცოცხლის წყარო) ნებისმიერ დაუქორწინებელ ზრდასრული ასაკის ქალს რომელიც ამ ორგანიზაციას მიმართავდა და შესაბამის პარამეტრებს აკმაყოფილებდა, შესაძლებლობა ეძლეოდა დაფეხმძიმებულიყო "ნამდვილი არიელი მეომრისაგან" გამორჩეული, ბრძოლაში დაჯილდოვებული SS–ის და ვერმახტის მეომრებისაგან. ეს კეთდებოდა იმისათვის, რომ ბრძოლაში დაღუპვის შემთხვევაში მეომრის გენი არ დაკარგულიყო. ბავშვის ჩასახვის მომენტიდან სახელმწიფო დედასა და ბავშვზე სრულ პატრონაჟს იღებდა.


- ერისა და რასის, სისხლის სისუფთავის დაცვისათვის მესამე რეიხში ყველა დაქორწინების მსურველს უნდა გაევლო საგანგებო სამედიცინო კომისია, ასევე არსებობდა ბავშვის ყოლაზე შეზღუდვა განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებისათვის. ბავშვის ყოლა ეკრძალებოდა ყველას, ვინ დაავადებული იყო შიზოფრენიით, დეპრესიის ქრონიკული ფორმებით, ალკოჰოლიკებს, ნარკომანებს და გონებასუსტებს ასევე არათეთრი რასის წარმომადგენლებს. ასეთ ოჯახურ წყვილებს უტარდებოდათ აბსოლუტურად უმტკივნეულო სტერილიზაცია, რის შემდეგად შეეძლოთ სრულყოფილი სქესობრივი კონტაქტის დამყარება, მაგრამ გამრავლება აღარ. მთელი მესამე რეიხის ისტორიის მანძილზე სტერილიზაცია ჩაუტარდა ამ კატეგორიების 500000-ზე მეტ წარმომადგენელს.


- მესამე რეიხში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო მოსამსახურეების სქესობრივ დაკმაყოფილებას. სპეციალური პარამეტრებით არჩეულ მეძავებს უტარდებოდათ ჯანმრთელობის კვლევა. ისინი სოციალური მუშაკის სტატუსით სარგებლობდნენ, ეძლეოდათ ხელფასები და თითოეულ ჯარისკაცს საშუალება ჰქონდა თვეში 5-6 ჯერ უფასოდ ესარგებლა მათი მომსახურებით.


- რეიხის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გერმანული საოკუპაციო ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა ჯარისკაცებისათვის ადგილობრივი ჯანმრთელი და კარგი შესახედაობის მქონე მეძავებით უზრუნველყოფას: მხოლოდ პარიზში 30 ბორდელი ფუნქციონირებდა, სადაც ფრანგი მეძავები რეიხის ჯარისკაცებს ემსახურებოდნენ, რასაც მესამე რეიხის ხაზინა ანაზღაურებდა. მხოლოდ პარიზში ფრანგმა ქალებმა ოკუპაციის წლებში 100 000-ზე მეტი ბავშვი გააჩინეს.



0
683
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
683
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0