x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
14 წლის გოგონა საკუთარმა ტელეფონმა იმსხვერპლა
image

ყაზახეთში, კერძოდ Bastobe-ში 14 წლის გოგონა დილით მშობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანება თავის არეში ჰქონდა, რამაც გოგონას გარდაცვალება გამოიწვია.

image

სკოლის მოსწავლე, სახელად ალუა აბზალბეკი, ძილის დროს მუსიკას უსმენდა და თან ტელეფონს ტენიდა. მოულოდნელად კი ტელეფონის ბატარეა აფეთქდა. აფეთქებამ ალუას თავში რამდენიმე დაზიანება გამოიწვია, რამაც გოგონას დაუყოვნებლივ მოუსწრაფა სიცოცხლე.



image

პარამედიკმა, რომელიც პოლიციასთან ერთად მომხდარით განადგურებულმა მშობლებმა გამოიძახეს, მხოლოდ გოგონას გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.


მოგვიანებით სასამართლო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ტელეფონის ბატარეა დილით ძალიან გადახურდა და აფეთქდა. ტელეფონის ბრენდი ჯერჯერობით არ ხმაურდება.


ფაქტს გოგონას საუკეთესო მეგობარი 15 წლის აიაზან დოლაშევა გამოეხმაურა. მან სოციალური ქსელის მეშვეობით დაწერა, რომ ალუა მისი საუკეთესო მეგობარი იყო პატარაობიდან და ძალიან რთულია მისთვის იმის დაჯერება, რომ ვეღარასდროს ნახავს.

image

image

0
291
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0