x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შვედეთში აღმოაჩინეს უძველესი ქვის ფალოსი
imageმეცნიერების დასკვნით, ქვის პენისი 3000 წლისაა ანუ ბრიჯაოს ხანას მიეკუთვნება.


არქეოლოგებმა ქალაქ როლსბოს მახლობლად, სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროს ტერიტორიის შესწავლის დროს აღმოაჩინეს უძველესი არქეოლოგიური ძეგლი.თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უძველესი სამარხი, თუმცა მიმოფანტული ქვების გროვაში მეცნიერებმა იპოვეს ქვის პენისი, რომლის სიმაღლეც 52 სანტიმეტრია.
image


ადამიანის სხეულის ეს ნაწილი წარმართულ ეპოქაში მსოფლიოს უამრავ კულტურაში ნაყოფიერების და სიძლიერის სიმბოლოს გამოხატავდა.

image

როგორც არქეოლოგი გეტებორგიდან გიზელა ენგები( Gisela Ängeby) აცხადებს, ქვის პენისის შექმნაზე იზრუნა, როგორც ბუნებამ, ასევე ადამიანებმაც, მისი აზრით მათ მოძებნეს ისეთი ქვა, რომელიც ფალოსს მოაგონებდა, შემდეგ დაამუშავეს და მისცეს დამახასიათებელი შტრიხები.


image

ქვის ფალოსის სიახლოვეს იპოვეს ცხოველების დანახშირებული ძვლები, რაც იმას მიანიშნებს, რომ აქ იმართებოდა "ნაყოფიერების ღმერთის"(ანუ ფალოსის)შესაწირი რიტუალი.იქვე მახლობლად აღმოჩენილი იქნა წითელი ფერის ქვა, რომელსაც რიტუალის შესრულების დროს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ალბათ, ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული.

image

არქეოლოგები ამ აღმოჩენების უფრო ღრმად გადამოწმებას გეგმავენ . თუ ადამიანის ძვლებიც აღმოჩნდა, წარმართული რიტუალის ვერსიას სამარხიც დაემატება.

image

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0