x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„ივანიშვილს თქვენზე მეტი ეკლესია აქვს აღდგენილი“ - ეკა კვესიტაძე სააკაშვილს
image


„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს... უამრავი ეკლესია მაქვს აშენებული და აღდგენილი, მათ შორის ბაგრატი“ - სააკაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან „მთავარ არხზე“ გვარამია-კვესიტაძის „კვირის აქცენტებში“ ოდესიდან პირდაპირი ჩართვისას გააკეთა, გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ეკა კვესიტაძის რეპლიკა მოჰყვა.

.

„ასე ბიძინა ივანიშვილს თქვენზე მეტი ეკლესია აქვს აღდგენილი“ - აღნიშნა კვესიტაძემ.



.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანული და ქართული ტრადიციებისგან დაშორება მომხდარიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ნიკა გვარამიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როდესაც ჰკითხა, თუ რა ფუნდამენტური სხვაობაა მასსა და გიგა ბოკერიას შორის, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ბოკერიასგან განსხვავებით, ის მართლმადიდებელი ქრისტიანია.

.

„უახლოეს თვეებში ჩამოვალ საქართველოში“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარი აქცენტები“-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, ის 2020 წლის არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში.

.

„არ მეშინია ჩემს სამშობლოში ჩამოსვლა. ახლანდელი მთავრობა ძალიან სუსტია. ეს არის სცენარი, რომ საქართველო აღარ მოითხოვს დამცირებას. ეს ყველაფერი დასრულდება არჩევნებით“, - ამბობს სააკაშვილი.

.

მისი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რომელიც შარშან საპრეზიდენტო არჩევნებმა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. „ჩვენ მოგვპარეს პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვკარგავთ წარმოუდგენელ პერსპექტივებს“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

.

კითხვაზე, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ შესაძლოა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააპატიმრონ, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის არ აპირებს კიევის კომფორტში ცხოვრებას და ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს.

3
1255
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1255
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 30 სექტემბერი, 9:47
დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ მიშას ქრისტიანულ რწმენასა და ბოკერიას ათეიზმს შორის და ეკლესიები სახელმწიფოს ფულით იქნა აღდგენილი,განსხვავებით ივანიშვილის პირადი სახსრებისაგან.ბაგრატის ამ სახით აღდგენას კი სჯობდა საერთოდ არ აღედგინათ.
0 1 3